Jump to content

SpaceX-ის პილოტირებული Crew Dragon-ი პირველად გაფრინდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ: კაფსულა წარმატებით მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს


Recommended Posts

აღსრულდა ის, რასაც მრავალი წელი ელოდა საზოგადოება - შედგა SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ის გაშვება. ფლორიდაში არსებული კენედის სახელობის სასტარტო მოედნიდან აფრინდა Falcon9. მასთან ერთად კოსმოსში გაემგზავრა პილოტირებული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon (Dragon 2) მანეკენთან - რიპლისთან ერთად (მთავარი გმირი ფილმისა - „უცხო“ (Alien). კოსმოსური აპარატი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაემართა. 

image.jpeg 

რაკეტის აფრენის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა NASA-სა და SpaceX-ის არხებზე. 

Crew Dragon-ის ორბიტაზე გასვლის შემდეგ SpaceX-ა რაკეტა Falcon 9 დასვა ატლანტიკის ერთ-ერთ ბორანზე - კომპანიისთვის ეს არის რიგით 35-ე წარმატებული გაშვება. კაფსულა კი, რომელიც ამჟამად დედამიწის ორბიტაზე იმყოფება, შეეცდება მიუერთდეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. ეს მისია არის ორბიტალურ ლაბორატორიაზე ასტრონავტების მიყვანის გენერალური რეპეტიცია, რომელიც ერთხელაც რეალურად მოხდება. 

image.png 

Crew Dragon  NASA-ს პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კერძო პილოტირებული კოსმოსური ხომალდების განვითარების მხრივ. ამ პროგრამის ფარგლებში ორი კომპანია - SpaceX და Boeing - მუშაობ საკუთარ კაფსულებზე, რომლებითაც შესაძლებელი იქნება NASA-ს ასტრონავტების გაყვანა კოსმოსში და შემდეგ მათ უკან, დედამიწაზე დაბრუნება. ხოლო მანამ, სანამ კაფსულები ადამიანების ტრანსპორტირებას მოახდენენ, NASA-ს სურს კოსმოსური კაფსულები მოქმედებაში იხილოს. 

image.png 

კონკრეტულად ამ მისიაში ცოცხალი მგზავრები კაფსულის ბორტზე არ არიან. თუმცა ჭკვიანი მანეკენი სახელად რიპლი აღჭურვილია სენსორებით და აცვია SpaceX-ის სპეციალური კოსტიუმი. იგი ზის მგზავრებისთვის გამოყოფილი ოთხი ადგილიდან ერთზე და აგროვებს მონაცემებს, თუ როგორ მოახდენს ფრენა გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. რიპლის მდგომარეობასაც SpaceX-ი პირაპირი ტრანსლაციით გადასცემდა. გარდა ამისა, კაფსულაში მოავსებული იყო დედამიწის ფორმის პატარა ფიგურა, რომელიც ჰაერში აფრინდა, როცა Crew Dragon-ი მიკროგრავიტაციის პირობებში აღმოჩნდა. 

როდესაც Crew Dragon-ი რიპლისთან ერთად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუახლოვდება, კაფსულა დაიწყებს მანევრირებას სადგურის მიმართულებით და შეეცდება თავისუფალ პორტს მიუერთდეს. ლაზერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით Crew Dragon-ი მოახდენს მისაერთებელი ადაპტერის იდენტიფიკაციას და მიუერთდება დამოუკიდებლად, ადამიანების დახმარების გარეშე. 

Crew Dragon-ის წინამორბედი კაფსულა Dragon-ი სხვა მეთოდს იყენებს. როდესაც მას ტვირთი მიაქვს კოსმოსურ სადგურზე, სატვირო კაფსულა სადგურთან ახლოს მიდის, თუმცა არ უერთდება. სადგურის ეკიპაჟის წევრები იყენებენ რობოტიზებულ მანიპულატორს, რათა დაიჭირონ სატვირთო კაფსულა და პორტამდე მიიყვანონ. Crew Dragon-ი კი სრულიად დამოუკიდებელი იქნება. 

გაშვებიდან ერთ დღეში Crew Dragon-ი ავტომატურად მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს - ეს გადამწყვეტი ნაწილი იყო გამოსაცდელი ფრენისას. კაფსულამ დაამტკიცა, რომ არ სჭირდება სადგურის თანამშრომლების დახმარება ამ პროცედურის განსახორციელებლად. 

წარმატებული ავტომატური მიერთება დიდი მიღწევაა როგორც SpaceX-ის, ასევე NASA-კომერციული პროგრამისთვის. სადგურთან მიერთება გარდაუვალი პროცესია, რათა უზრუნველყოფილ იქნას სადგურამდე მიღწევა, და როგორც დამტკიცდა, SpaceX-ს შეუძლია ამ პროცედურის უსაფრთხოდ განხორციელება. 

პარასკევს SpaceX-ი კაფსულას უკან დედამიწაზე გამოუშვებს და მას ატლანტის ოკეანეში დასვამს პარაშუტების მეშვეობით. ეს იქნება სატესტო მისიის საბოლოო მნიშვნელოვანი ეტაპი. ამის შემდეგ NASA შეაფასებს, თუ როგორ წარმოაჩინა თავი Crew Dragon-მა მოგზაურობისას და საბოლოოდ განსაზღვრავს - როდის განხორციელდება მორიგი ფრენა, რომლის ფარგლებშიც ამჯერად უკვე ორი ასტრონავტი გაემგზავრება კაფსულით. SpaceX-ს ეს ფრენა ზაფხულისკენ აქვს დაგეგმილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.