Jump to content

მობილური ბიოპრინტერი, რომლესაც ჭრილობების მკურნალობა შეუძლია


Recommended Posts

image.jpeg

ერთ დღესაც, პაციენტის უჯრედები სავსე ბიოპრინტერი ფენა-ფენა აღადგენს დამწვრობის ან სხვა სახის დაზიანების მქონე კანს, და ეს დღე უკვე არც ისე შორსაა. 

უეიკ-ფორესთის აღდგენითი მედიცინის ინსტიტუტის (Wake Forest Institute for Regenerative Medicine, WFIRM) მეცნიერებმა  შექმნეს კანის „ბეჭდვის“ მობილური სისტემა. იგი ბიოპრნტერთაგან პირველია, რომელსაც შეუძლია უშუალოდ ჭრილობაზე „დაბეჭდოს“ ორშრიანი კანი. 

„ტექნოლოგიის უნიკალურობა იმაშია, რომ ეს სისტემა მობილურია და მისი მეშვეობით შესაძლებელია უშუალოდ პაციენტის ადგილსამყოფელში მოხდეს ჭრილობების მკურნალობა. სკანირების შემდეგ ხდება ადამიანის უჯრედების მოთავსება იქ, სადაც საიროა კანის შექმნა“ -  აცხადებს Sean Murphy, კვლევის წამყვანი ავტორი (კვლევა გამოქვეყნდა Scientific Reports-ზე). 

ქრონიკული, მასშტაბური, განუკურნებელი ჭრილობების შემხვევაში, მაგალიად ისეთების, როგორიც დიაბეტის დროს ჩნდება, განსაკუთრებით ღირებულია ასეთი სახის მკურნალობა, რადგანაც მრავალჯერადი თერაპიაა საჭირო. 

კანის უჯრედების უმრავლესობის, მაგალიად ფიბრობლასტებისა და ეპიდერმული კერატინოციტების იზოლირება მარტივად შესაძლებელია მცირე ბიოფსიით, რომელიც კანის დაუზიანებელ ნაწილზე კედება და შემდეგ ხდება აღებული უჯრედების გამრავლება. ფიბრობლასტები გადამწყვეტ როლს თამაშობს ჭრილობის შეხორცებაში. 

აღებული უჯრედების შერევა ხდება ჰიდროგელში და შემდეგ ათავსებენ ბიოპრინტერში. საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტების ნაკრები, რომლითაც ხდება ჭრილობის სკანირება და მიღებული მონაცემები გადაეცემა პროგრამას - რა სახის უჯრედებია საჭირო და სად უნდა განთავსდეს - ფენა ფენაზე. ოპერაციის შემდეგ იწყება კანის ნორმალური სტრუქტურის ფორმირება და ჩქარდება მისი ფუნქციონალურობის აღდგენა. 

ტექნოლოგიის შემდეგი ნაბიჯია პრინტერის ადამიანებზე გამოცდა. ამჟამად ჭრილობებისა და დამწვრობის სამკურნალოდ კანის გადანერგვა  ტექნოლოგიის „ოქროს სტანდარტს“ წარმოადგენს. ხშირად პრობლემაა ჯანმრთელი  კანის დონორის პოვნა გადანერგვისთვის. თუმცა დონორის კანის გამოყენებაც რისკთანაა დაკავშირებული - შესაძლოა მოხდეს შეუთავსებლობა და ნაწიბურების ფორმირება. ზემოხსენებული ბიოპრინტერი კი შეძლებს შექმნას ახალი კანი პირდაპირ ჭრილობაზევე, თანაც გამოყენებული იქნება პაციენტისვე უჯრეები, ასე რომ შეუთავსებლობას ადგილი არ ექნება. 

„ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს, მეტად აღარ იქნება საჭირო კანის გადანერგვის მტკივნეული პროცედურები. მობილური ბიოპრინტერით განიკურნება ჭრილობები, დაჩქარდება დახმარების აღმოჩენა და შემცირდება პროცედურის ღირებულება“ - აცხადებს აღდგენითი მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი Anthony Atala. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.