Jump to content

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს სურთ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე ტანკების აწყობა


Recommended Posts

ამერიკულმა არიამ მორიგი ნაბიჯი გადადგა შეიარაღების სისტემების ავტომატიზაციის სფეროში. აშშ-ის სამხედრო ძალებმა მიმართეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებს წინადადებით - მიიღონ მონაწილეობა ახალი სახის სამხედრო ტექნიკის შექმნაში, მაგალითად, შეიქმნას ტანკები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა - ავტომატურად განახორციელონ მოწინააღმდეგის აღმოჩენა და თავდასხმისთვის მზადება, რაშიც ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული. ამ სიახლეს ახმაურებს ინტერნეტ-რესურსი Quartz. 

image.jpeg 

ახალ პროექტის სახელწოდებაა ATLAS (Advanced Targeting and Lethality Automated Systems). მის ფარგლებში შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით აღიჭურვება საბრძოლო მანქანები, თუმცა მოწინააღმდეგის განადგურების ბრძანება მხოლოდ ოპერატორების მიერ გაიცემა - იტყობინება წყარო. 

ამჟამად არსებული ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოში გამოიყენება რამოდენიმე ასეული სხვადასხვა ტიპის ნახევრად ან სრულიად ავტომატიზირებული საჰაერო ავდაცვითი სისტემა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხში ტექნოლოგიის ექსპერტის, პოლ შარეს თქმით, პროექტი ATLAS-ის იქნება პირველი ეტაპი სახმელეთო შეიარაღებულ ტექნიკაში ავტონომიური სისტემების გამოყენების თვალსაზრისით. 

ექსპერტის აზრით, ამგვარი სისტემები „ოპერატორებს საშუალებას მისცემს მოახდინონ თავისუფალი დროის მაქსიმიზება საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად და ამავე დროს შეამცირონ ცეცხლის გახსნამდე საჭირო მზადების დრო“. გარდა ამისა, ექსპერტი თვლის, რომ საომარი ტექნიკის ავტომატიზაციით შემცირდება მსხვერპლის რაოდენობა როგორც ჯარისკაცებში, ასევე სამოქალაქო პირებში. 

„ამგვარი სისტემის გამოყენება დროს დაზოგავს. საომარ პირობებში ნახევარ წამსაც კი შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში. ომის ველზე ხშირად ჩნდება სიტუაციები, როდეაც გარდაუვალია დაუყოვნებელი გადაწყვეტილებების მიება. თუკი ხედავთ მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანას, დიდი ალბათობით ისინიც გხედავენ და შეუძიათ ცეცხლი გახსნან. ავტომატიზირებული სისტემების დანერგვა კი საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე“ - აღნიშნავს ექსპერტი. 

ამგვარი გადაწყვეტილებებით ყველა კმაყოფილი არ არის 

გასულ წელს მსოფლიოს 26 ქვეყნიდან 116 სპეციალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა მიმართა გაეროს მოთხოვნით - აიკრძალოს ავტონომიური იარაღის წარმოება-გავრცელება. მიმართვის წევრთა სიაში იმყოფება SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე კომპანია DeepMind-ის დამფუძნებელი - მუსტაფა სულეიმანიც. 

გაეროსთვის წარდგენილი მოხსენების ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს გაეროს კონვენციაზე ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ და მოუწოდეს გაფრთხილებისკენ, რომ შეიარაღებაში ახალი შეჯიბრი მსოფლიოს საფრთხეს უქმნი. დოკუმენტში ხაზგასმულია: „თუკი პანდორას ყუთი გაიება, მისი დახურვა უკიდურესად რთული აღმოჩნდება“. 

„როდესაც ავტონომიური იარაღი შეიქმნება, მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ისეთი დონის საომარი მოქმედებების განხორციელება თანაც ისეთ ვადებში, რომ კაცობრიობა ვერც კი გააცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს. შეიარაღების ახალი ტიპი შესაძოა აღმოჩნდეს დიქტატორებისა და ტერორისტების ხელში, რომლებიც მას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ჰაკერებმა შესაძოა გატეხონ სისტემები და დაუშვებელი მიზნებისთვის გამოიყენონ“ - ნათქვამია გაეროსადმი მიმართვაში. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.