Magdalena Posted February 23, 2019 Share Posted February 23, 2019 კომპანია Intel-ი გამოსაშვებად ამზადებს ახალ პროცესორებს, რომლებიც შეავსებენ კომპანიის წინა თაობების, გასული წლის ბოლოს გამოსული ჩიპების სერიას. საუბარი ეხება 14-ნანომეტრიან დესკტოპ-ჩიპებს - Celeron-ს, Pentium-სა და Core-ს, აგრეთვე სხვადასხვა სერიის Xeon-ის სერვერულ ჩიპებს. გავრცელებული ინფორმაციით უახლოეს დროში უნდა ველოდოთ Core 9000 სერიის პროცესორებს. მაგალითად, მზადდება Core i5-9600 და i5-9500. აგრეთვე მზადებაშია T-სერიის პროცესორები, რომელთა TDP დონე 35 ვტ-მდეა განსაზღვრული. Core i7-9700 და Core i9-9900 პროცესორების, აგრეთვე მათი T-სერიის ვერსიების შესახებ ამჟამად არაფერია ცნობილი, ისინი ჩამონათვალში არ არის ნახსენები, ასე რომ სავარაუდოდ მათი წარდგენა უფრო მოგვიანებით მოხდება. გარდა ამისა, Intel-ი ამზადებს Pentium-ისა და Celeron-ის სერიის ახალ პროცესორებს. Pentium G5620 და G5600F მოდელებს დაემატება Pentium G5420 და G5420T, რომლებსაც დიდი ალბათობით ასევე ექნებათ ორ-ორი ბირთვი და ოთხ-ოთხი ნაკადი, თუმცა შედარებით დაბალი სიხშირის დონე. Celeron-ის სერიას დაემატება პროცესორები - G4930, G4930T და G4950. სამივე მათგანი წარმოდგენილი იქნება ორი ბირთვითა და ორი ნაკადით. რაც შეეხება სერვერულ პროცესორებს, სახელწოდებით Xeon - აქ Intel-მა თავისი ასორტიმენტის სრული განახლება განახორციელა. როგორც ცნობილია, მწარმოებელი უკვე რამოდენიმე კვირაა ახდენს Cascade Lake-SP პროცესორების მიწოდებას. ისინი დაყოფილია შემდეგ თაობებად: Silver 4200, Gold 5200, Gold 6200 და Platinum 8200. ეს პროცესორები თავიანთი წინამორბედებისგან- Skylake-SP-ს თაობის პროცესორებისგან განსხვავდებიან ტაქტის უფრო მაღალი სიხშირით. მაგალითად, 28-ბირთვიანი Xeon Platinum 8180 ფლობს 2,5 გჰც საბაზისო სიხშირეს, მისი შთამომავალი Xeon Platinum 8280-ის საბაზისო სიხშირე კი 2,7 გჰც-ის ტოლია. და ბოლოს - Intel-ი ამზადებს ახალ პროცესორებს - Xeon E-ს LGA 1151v2 შესრულებით სამუშაო სადგურებისა და მცირე სერვერებისთვის. ამ ახალ პროცესორებს ექნება ოთხიდან რვამდე რაოდენობის ბირთვი და ოთხიდან თექვსმეტამდე ნაკადი იმის მიხედვით, თუ რა მოდელია. Xeon E 22xx ჩიპებს უფრო მოკრძალებული სიხშირეები ექნება, ვიდრე მათ სამომხმარებლო „ნათესავებს“ - Coffee Lake Refresh-ის Core-სერიიდან. არსანიშნავია, რომ ახალი სერიის Xeon E 22xx პროცესორებში ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვეულებრივი მოდელები, აგრეთვე მოდელები ინტეგრირებული გრაფიკით. ეს უკანასკნელი სახელწოდებებში წარმოდგენილი იქნება G სუფიქსით. Xeon E-2224 3.4 გჰც 4/4; Xeon E-2224G 2.5 გჰც 4/4; Xeon E-2226 3.4 გჰც 6/6; Xeon E-2234 3.6 გჰც 4/8; Xeon E-2236 3.4 გჰც 6/12; Xeon E-2244G 3.8 გჰც 4/8; Xeon E-2246G 3.6 გჰც 6/12; Xeon E-2274G 4.0 გჰც 4/8; Xeon E-2276G 3.8 გჰც 6/12; Xeon E-2278G 3.4 გჰც 8/16; Xeon E-2286G 4.0 გჰც 6/12; Xeon E-2288G 3.7 გჰც 8/16. https://3dnews.ru/983141 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.