Magdalena Posted February 22, 2019 Share Posted February 22, 2019 ამ დროისთვის ვირტუალური რეალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად ითვლება სპეციალური სათვალეებისა და ჰედსეტების გამოყენება. თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც - მაგალითად, გამოსახულების პროეცირება პირდაპირ თვალის ბადურაზე ან მოცულობითი გამოსახულების შემქმნელი დისპლეების გამოყენება. უკანასკნელი მეთოდი იშვიათად გამოიყენება, რადგანაც საჭიროა ამგვარ ეკრანებს მხოლოდ განსაზღვრული კუთხიდან უყუროთ. კანადელმა მკვლევარებმა მოაგვარეს ეს ნაკლოვანება - მათ შექმნეს სფეროსმაგვარი დისპლეი 360-გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით. ბროლის ბურთის - “Crystal”-ის დიამეტრი 60 სანტიმეტრია. სფეროსებრი გამოსახულების შექმნისთვის გამოყენებულია ოთხი პროექტორი. პროეცირებული გამოსახულების ყურება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია მსუბუქი სათვალეების მეშვეობით - თითოეული სათვალე სხვადასხვა გამოსახულებას უჩვენებს. მომხმარებლებს შეუძლიათ იარონ სფეროს ირგვლივ და სხვადახვა რაკურსიდან იხილონ გამოსახულებები: სათვალე მუდმივად განსაზღვრავს მათი სხეულის ადგილმდებარეობას სფეროსებრ დისპლეისთან მიმართებაში. ითვლება, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნება მრავალპერსონაჟიან თამაშებში, 3D-მოდელირებასა და ვიდეოკონფერენციებში. სფეროს ერთ-ერთმა შემქმნელმა განაცხადა, რომ ამგვარი სფეროს გამოშვებით მათ არ სურთ კონკურენცია გაუწიონ ვირტუალური რეალობის სათვალეებს. მათი ტექნოლოგია ვერ შეძლებს VR-ის ჩანაცვლებას და იგი საინტერესო იქნება მხოლოდ გარკვეული ამოცანების შესრულებისას - მაგალითად, ასეთებია ზემოთხსენებული ვიდეოკონფერენციები და 3D-ობიექტების შექმნაზე ერთობლივი სამუშაო პროცესი. https://hi-news.ru/technology/sharoobraznyj-displej-prodemonstriroval-novyj-vid-virtualnoj-realnosti.html 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.