Magdalena Posted February 20, 2019 Share Posted February 20, 2019 კომპანია ZOTAC-მა განაცხადა, რომ უშვებს ვიდეობარათს საფირმო წყლით გაგრილების სისტემით - ArcticStorm. კომპანია თავის პროდუქტს ახასიათებს საუკეთესო გადაწყვეტილებად რეალური და ვირტუალური სამყაროსთვის: RTX 2080 Ti ბარათის საუკეთესო ვერსია რეალურ სამყაროში საუკეთესო ვირტუალური შთაბეჭდილებების მისაღებად. გაგრილების უნიკალური სისტემის გარდა ახალი ბარათის ღირსებად მიიჩნევა 16+4 პინიანი გაძლიერებული კვების ქვესისტემა. წყლის ბლოკის უნიკალური დიზაინი შემუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელშიც ლაზერული გრავირებაა გამოყენებული. გამჭვირვალე აკრილის ბლოკზე გამოსახული გრავირებული გამოსახულებები საშუალებას იძლევა აირეკლოს სინათლე და ანარეკლები მთელ ფართობზე გავრცელდეს. შედეგად ფორმირებულია სისტემის ელეგანტური დიზაინი. სინქრონიზებადი განათება შექმნილია SPECTRA 2.0 ტექნოლოგიით, მასში გამოყენებულია მძლავრი RGB განათებები, რომლებიც იმართება უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის - FireStorm-ის მეშვეობით. სიმკვეთრისა და განათების რეჟიმების რეგულირება შესაძლებელია დამოუკიდებლად ორ სხვადასხვა ზონაში, აგრეთვე შესაძლებელია მათი მუშაობის ერთად სინქრონიზება. განათების სისტემა აღჭურვილია ინტეგრირებული მეხსიერებით პარამეტრების შესანახად. ვიდეო ბარათში გამოყენებულია სისტემა POWER BOOST - სპეციალური ჩიპი (როგორც მას უწოდებს მწარმოებელი აღწერაში), რომელიც განკუთვნილია კვების ქვესისტემის მუშაობის სტაბილურობის ამაღლებისთვის. წყლის ბლოკის კონსტრუქციაში გამოყენებულია სპილენძის მონიკელებული გამაგრილებელი ბლოკი 0.3 მილიმეტრიანი მიკროარხებით მაღალი სიზუსტით დამუშავებისთვის. ბარათის სიგრძე 295 მილიმეტრს შეადგენს, პორტების ნაკრებიდან აღსანიშნავია სამი DisplayPort, HDMI და USB-C პორტი. ZOTAC GAMING GeForce RTX 2080 Ti ArcticStorm ბარათი აწყობილია ფლაგმანურ GPU-სთან - NVIDIA TU102-300 (4352 CUDA-ბირთვი) კავშირში, აქვს 11 გბ GDDR6-მეხსიერება. წყლის ბლოკი მთლიანად ფარავს PCB-დაფის წინა მხარეს და აგრილებს არა მხოლოდ გრაფიკულ პროცესორს, არამედ მეხსიერების მიკროსქემას და 16+4 ფაზიან VRM ზონას. უფრო მეტად ეფექტური მუშაობისთვის გამოყენებულია ტექნოლოგია Direct Copper Contact. სიჩქარის მაჩვენებლებს რაც შეეხება, იგი ეტალონური სიხშირეების შესაბამისია: 1350 / 1545 მჰც GPU-ის სიხშირე და 14 000 მჰც - მეხსიერების. ბარათი ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://overclockers.ru/blog/molexandr/show/24362/rtx-2080-ti-arcticstorm-unikalnaja-videokarta-ot-kompanii-zotac https://ru.gecid.com/news/videokarta_zotac_gaming_geforce_rtx_2080_ti_arcticstorm/ 1 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 20, 2019 Share Posted February 20, 2019 კარგია, მაგრამ უნიკალური ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ფასს რომ დაადებენ ის კი ნამდვილად იქნება უნიკალური Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 21, 2019 Share Posted February 21, 2019 უბრალოთ აზრს ვერ ვხედავ ეგეთი ძვირიანი მოდელების ყიდვის, მარტო ხმა თუ გაწუხებს რეალურათ მაშინ უნდა იყიდო, რახან გაგრილება 2-3 ვენტილატორიანებსაც ასატანზე უკეთესი აქვს და არაფერი მოუვა კარტას ეგეთი გაგრილებითაც რაზგონზეც კი, ნუ ჯერ 2-3 ვენტილატორიანს რა ფასი ადევს და მერე მაგ მოდელს, დაახლოებით ეგეთივე პონტია 8700K მაგივრათ 9900K როცა იღებ ჩისტა გეიმინგისთვის, ნუ წყლის გაგრილება კიდე მესმის პროცესორზე ჰაერის კულერის მაგივრათ, მანდ სხვაობა 100$ არ გამოდის ხოლმე ხშირათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.