Magdalena Posted February 20, 2019 Share Posted February 20, 2019 კომპანიები - Sony და Microsoft-ი აქტიურად მუშაობენ ახალი თაობის გეიმინგ-კონსოლებზე და მათ შესახებ თანდათანობით მეტი დეტალი ხდება ცნობილი. თავისი აზრი მომავალი გეიმინგ-პლატფორმების შესახებ რესურს GamingBolt-ს გაუზიარა სტუდია Headup Games-ის ხელმძღვანელმა Mark Aldrup-მა. სპეციალისტის აზრით, გეიმინგ-სისტემების ახალი თაობა მოიტანს „უმნიშვნელოვანეს და ყველაზე ღირებულ ცვლილებებს კონსოლების ისტორიაში“. ეს ცვლილებები დაკავშირებული იქნება სტრიმინგ-სერვისების განვითარებასთან, თამაშების გამოწერის სისტემასთან და „დისკის გარეშე მოქმედ სისტემებთან“. ეს უკანასკნელი სულ უფრო პოპულარული ხდება, PC-გეიმერები უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ დისკებს. მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ თავად კონსოლების არსი პირვანდელი დარჩება. ანუ, ეს იქნება გეიმინგ-პლატფორმა, რომელიც ინარჩუნებს თავის აქტუალურობას წლობით და არ საჭიროებს რეგულარულ განახლებებს. ამგვარი სქემა მწარმოებლებს საშუალებას მისცემს კონცენტრირდნენ თამაშების ოპტიმიზაციაზე და არა - განახორციელონ სხვადასხვა უამრავი კონფიგურაციის შემუშავება როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე, ისე მობილური მოწყობილობებისთვის. რესურსი PC Games Hardware აღნიშნავს, რომ კომპანია Sony-მ უკვე განაცხადა ახალი თაობის კლასიკური კონსოლის შემუშავების შესახებ, სახელად - PlayStation 5. მასთან ერთად შესაძლოა გამოვიდეს კონსოლის ვერსიაც, რომელიც გათვლილია სტრიმინგ-სერვისებთან მუშაობაზე. რაც შეეხება Microsoft-ს, იგი ერთდროულად რამოდენიმე ახალ კონსოლზე მუშაობს. მათგან ორი ერთმანეთისგან მახასიათებლებით განსხვავებული კლასიკური გეიმინგ-პლატფორმა იქნება, კიდევ ერთი მათგანი კი განკუთვნილი იქნება სტრიმინგ-სერვისებისთვის. https://3dnews.ru/982967 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 21, 2019 Share Posted February 21, 2019 მთავარი პრობლემა ისევ ხარდის სწრაფათ განვითარებაა, ანუ სანამ ეგენი პოპულარული ხდებიან და ბევრი შეიძენს ხარდი უკვე მორალურათ უძველდებათ, ზოგი გეიმერი ხუჭავს მაგაზე თვალებს ზოგი კი არა, პს3 ლამის 10 წელი რომ არ იცვლებოდა ეგ დრო უკვე წარსულს ჩაბარდა, ნუ მაუსი-კლავის საპორტის დამატება რომ დაიწყეს ეგეც საინტერესო ხოდია, ხვდებიან უკვე რომ მარტო ძველი ბაგაჟით ყველა გეიმერის გულს ვეღარ მოიგებენ და ცდილობენ ყველა გეიმერის მოთხოვნა დააკმაყოფილონ, მე მაგალითათ 90% იგრებში კლავა-მაუსით თამაში უფრო მიყვარს და მეხერხება, სულ რამდენიმე ჟანრია სადაც ჯოიპადს ექნება უპირატესობას რეალურათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted February 21, 2019 Share Posted February 21, 2019 კლავიატურა მაუსის დამატება მართლა კაი იქნება მაგრამ დაამატებენ რო? ამასწინებზე წავიკითხე რო Xbox one-ზე აპირებენო, მაგრამ ყველა თამაშს არ ექნება მხარდაჭერაო. ამ ახალ კონსოლებზე როგორ არის საქმე ჯორჯ ხომ არ იცი? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 22, 2019 Share Posted February 22, 2019 რამდენადაც ვიცი დამატებულია კაკ მინიმუმ ახალ ბოქსზე მაუსიც და კლავიტაურაც, მგონი ცალკე უშვებენ სპეციალურათ ეგეთ კლავა-მაუსებს ეხლა, სადღაც რაღაც ნიუსებიც დავაგდე მაუს-კლავას თემაში, რამდენათ გამართულათ მუშაობს და რამდენ თამასში აქვს მაგის მხარდაჭერა ეგ აღარ ვიცი, ალბათ შემდეგი თაობის კონსოლებზე კიდე უფრო უკეთესი სიტუაცია იქნება მაგ მხრივ და უფრო ბევრ თამაშებში შეგეძლება გამოყენება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.