Magdalena Posted February 19, 2019 Share Posted February 19, 2019 ათწლეულების განმავლობაში საწარმოო და სამეცნიერო ინსტრუმენტების მაღალი ტემპერატურისგან დასაცავად კერამიკული აეროგელები გამოიყენებოდა. მათ შეუძლიათ მარტივად აღუდგნენ წინ ძლიერ სიცხეს და ამავე დროს შეინარჩუნონ სიმსუბუქე და სიმტკიცე, თუმცა ყოველი თერმული ზეგავლენისას ისინი ელასტიურობას კარგავენ და მსხვრევადნი ხდებიან. ამ ნაკლოვანების გამოსწორებით დაკავდნენ კალიფორნიის, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მკვლევარები და, როგორც ჩანს, შედეგმაც არ დააყოვნა. ახალი მასალის სიმტკიცე, სიმსუბუქე და სხვა თვისებები რამოდენიმე ექსპერიმენტის შედეგად დამტკიცებულია. მასალა შედგება ბორის ნიტრიტის კერამიკული მატერიალის თხელი შრეებისგან. მისი ატომები ქმნიან ექვსკუთხოვან სტრუქტურას და მავთულხლართს მოგვაგონებს. სხვა მსგავსი მასალებისგან განსხვავებით აეროგელის ახალი სახეობა გაცხელებისა და მექანიკური ზეწოლისას არ ფართოვდება, არამედ ზეწოლის მიმართულებით პერპენდიკულად იჭიმება. აეროგელის შემადგენლობის 99% ჰაერია და ამით აიხსნება მისი რეკორდული სიმსუბუქე. მასალის რეაქცია შეკუმშვისას შესაძლებელია აიხსნას მარტივი მაგალითით: თუკი ჩოგბურთის ბურთს ხელს მოვუჭერთ, მისი გვერდები განზე გადის. აეროგელის შემთხვევაში ყველა მისი მხარე შიგნით მიიწევს. მასალის შეკუმშვა შესაძლებელია მისი მთელი მოცულობის 5%-მდე - ამის შემდეგ იგი სწრაფად იბრუნებს თავდაპირველ ფორმას. ტეამპერატურისადმი მდგრადობა დამტკიცდა ორი ტესტით. პირველი ტესტის დროს აეროგელი მოათავსეს კონტეინერში, სადაც მკვეთრად იცვლებოდა ტემპერატურა -198 °C-იდან +900 °C-მდე და პირიქით. მეორე ტესტის მიხედვით კონტეინერში +1400 °C ტემპერატურა იყო - მასში მოთავსებულმა აეროგელმა თავისი პირვანდელი სიმტკიცის მხოლოდ 1% დაკარგა. კვლევის ხელმძღვანელის თქმით, გუნდი მალე შეძლებს მოახდინოს მასალის ადაპტირება კოსმოსურ აპარატებში, ავტომობილებსა და სხვა ტექნიკაში გამოყენებისთვის. იგი სასარგებლო იქნება როგორც ტემპერატურის ცვლილებებისგან დასაცავად, აგრეთვე ფილტრაციისა და სითბოს შენარჩუნებისთვის. https://hi-news.ru/technology/legkij-i-stojkij-material-zashhitit-rakety-i-avtomobili-ot-vysokix-temperatur.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.