Jump to content
Magdalena

Google Chrome მიიღებს ჩანართების (tab-ების) გადახედვის მხარდაჭერას Microsoft Edge-ის მსგავსად

Recommended Posts

ბრაუზერი Google Chrome გამოიყენება პერსონალური კომპუტერების დიდ უმრავლესობაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწარმოებლებს მეტი სამოქმედო მიზანი აღარ გააჩნიათ. განახლება ყოველ ექვს კვირაში ხდება და მომხმარებელს სთავაზობს ახალ და საინტერესო ფუნციებს. 

სამომავლო გაუმჯობესაბათან ერთ-ერთი შესაძოა იყოს ჩანართების გადახედვის შესაძლებლობა. ამგვარი ფუნქცია რამოდენიმე სხვა ბრაუზერს აქვს, მათ შორის - Microsoft Edge-ს. 

ჩანართების (tab) გადახედვა სასარგებლო იქნება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მრავალრიცხოვან გახსნილ ჩანართებთან გიწევთ მუშაობა და რთულია გარკვევა - სად არის ამ წუთისთვის საჭირო ვებ-გვერდი. როდესაც ჩანართების რაოდენობა დიდი, თითოეული მათგანის ზომა იმდენად მცირდება, რომ მათზე ტექსტი აღარ ჩანს. იმისათვის, რომ ვითარებაში გაერკვეთ, საჭიროა კურსორის მიტანა ჩანართთან და დაინახავთ შინაარს. 

image.jpeg 

ამგვარი რამ შესაძლებელია Microsoft Edge-ში და სწორედ იმავეს გეგმავს Google-იც საკუთარი ბრაუზერისთვის. ამ ფუნქციის სახელწოდება იქნება Tab Hover Cards. 

Google Chrome-ის პარამეტრებში უკვე წარმოდგენილია ორი ექსპერიმენტალური პროგრამა სახელად Tab Hover Cards და Tab Hover Card Images. ამჟამად ისინი არ მუშაობს, რადგანც ფუნქცია ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. 

ბრაუზერის ფინალურ ვერსიაში ამ ფუციის გამოჩენის ვადაზე ცნობილი ჯერ არაფერია. შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მომდევნო სტაბილური რელიზთაგანი. დიდი ალბათობით, Google დიდხანს არ დააყოვნებს ისეთი ფუნქციის გამოშვებას, რომელიც სხვა კონკურენტ ბრაუზერებს უკვე გააჩნია. 

Google Chrome-ის შემდეგი განახლება Windows-სა და macOS-ზე სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსაც მოიტანს, მათ შორისაა მუქი ფერის ინტერფეისიც. ბრაუზერის პარამეტრები დამოკიდებული იქნება Windows-სისტემის პარამეტრებზე: თუკი Windows-ში არჩეული იქნება ჩაბნელებული ინტერფეისი, ბრაუზერიც ავტომატურად გახდება მუქი ფერის. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...