Magdalena

მეცნიერები ებრძვიან კოღოების მიერ დაავადებების გავრცელებას: მეთოდი ნაპოვნია

Recommended Posts

კოღოს ზოგიერთი სახეობა აქტიურად ავრცელებს სხვადასხვა საშიშ დაავადებას, რომელთა შორისაა ყვითელი ცხელება* და ვირუსი ზიკა*. კოღოებს დაავადება გადააქვთ კბენის და სისხლით კვების დროს, ამიტომ მეცნიერებმა გადაწვიტეს მოეფიქრებინათ კვების მოთხოვნილების მარეგულირებელი მეთოდი. მათ გაარკვიეს, რომ კოღოებში შიმშილის გრძნობას იწვევს იგივე რეცეპტორი, რაც ადამიანებში, ამიტომაც გადაწყვიტეს გამოეყენებინათ იგივე პრეპარატები, რასაც ადამიანები იყენებენ მადის დასაქვეითებლად. 

image.jpeg 

კვლევები მიმდინარეობდა როკფელერის უნივერსიტეტის პროფესორის - ლორი დიუვალის ხელმძღვანელობით. მკვლევარებისთვის ცნობილი გახდა, რომ კვების შემდეგ კოღოებში გამომუშავდება სპეციფიკური მოლეკულები სახელად ნეიროპეპტიდები. ისინი ააქტიურებენ ნეირორეცეპტორებს, რომლებიც აჩერებენ შიმშილის გრძნობას მანამ, სანამ მორიგი კვება არ გახდება საჭირო. 

მკვლევარებს აინტერესებდათ, შეძლებდნენ თუ ვერა მწერების მადის კონტროლს ნეირორეცეპტორებზე გავლენის მქონე ნივთიერებებით. მრავალ შესაძლო ვარიანტს შორის ისინი შეჩერდნენ ყველაზე მარტივ მეთოდზე - გადაწყვიტეს მწერები გამოეკვებათ მადის დასაქვეითებელი წამლით, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანებისა და კოღოების შიმშილის გრძნობაზე ერთი და იგივე რეცეპტორებია პასუხისმგებელი. 

მეთოდის ეფექტურობის შესამოწმებლად მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. საცდელად აიღეს კოღოების ორი ჯგუფი: პირველმა მათგანმა მიიღო მედიკამენტი, მეორემ - არა. შემდეგ ორივე ჯგუფი მოათავსეს ცოცხალ თაგვთან ერთად. აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფი არ მიეკარა ცხოველს, მეორე ჯგუფის კოღოებმა კი აქტიურად დაიწყეს კვება. 

სახიფათო კოღოების ბინადრობის არეალში მადის შემცვლელი ნივთიერების გაფრქვევით მეცნიერები შეძლებენ შეაჩერონ დაავადებათა გავრცელება. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ჰაერში არსებულმა ნივთიერებამ შესაძლოა ადამიანების მადაზეც იმოქმედოს. ამ სირთულის თავიდან ასარიდებლად მეცნიერები გეგმავენ შექმნან ნივთიერება, რომელიც მხოლოდ მწერებზე მოახდენს გავლენას. 

* ყვითელი ცხელება 

1.ზოგადი მიმოხილვა - ყვითელი ცხელება მწვავე ვირუსულ-ჰემორაგიული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. სიტყვა ყვითელი მიგვანიშნებს დაავადების თანმხლებ სიმპტომზე - სიყვითლეზე, რომელიც უვითარდება პაციენტთა გარკვეულ ნაწილს. დაავადების მძიმე ფორმის დროს და მკურნალობის გარეშე, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %- ში. 

ბოლო შეფასების მიხედვით, ყოველწილურად ყვითელი ცხელებით ავადდება 84 000- 170 000 ადამიანი და 60 000 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად. ყვითელი ცხელების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობ. მკურნალობა სიმპტომურია. საქართველოში ადგილობრივი შემთხვევები დარეგისტრირებული არ არის. 

2.გამომწვევი აგენტი - გამომწვევია Flavivirus, Flaviviridae ოჯახის წარმომადგენელი. გადამტანია ინფიცირებული კოღო, უმეტესად  Aedes სახეობის. ყვითელი ცხელება ასევე ვრცელდება Haemogogus სახეობის კოღოს მიერ, რომელიც უმეტესად გვხვდება ჯუნგლებში. 

3.მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ყვითელი ცხელების ენდემურ არეალში, როგორიცაა აფრიკა და სამხრეთ ამერიკა - მოგზაურობა. 

4. რეზერვუარი - ურბანულ ზონაში მტარებლებს წარმოადგენენ ადამიანები და Aedes  სახეობის კოღოები. ტყეში კი ინფექციის წყარო და რეზერვუარი შეიძლება იყოს გარეული ცხოველი (მაიმუნი, ოპოსუმი, იშვიათად სხვა სახეობა). 

5. გადაცემის გზები - ინფიცირებული კოღოს კბენით. ამავე სახეობას გადააქვს ზიკა ვირუსი, ჩიკუნგუნია და დენგეს ვირუსი. კოღო ინფიცირდება დაავადებული ადამიანის ან მაიმუნის კბენის შედეგად. დაავადება ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. 

6.ინკუბაციური პერიოდი - 3-6 დღე. 

7.გადამდებლობის პერიოდი - კოღო ინფიცირდება ადამიანის ვირემიულ ფაზაში დაკბენისას, რომელიც გრძელდება ცხელების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში. კბენიდან 9-12 დღის შემდეგ კოღო ხდება გადამდები. 

8. მიმღებლობა - ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხება. დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს უვითარდება მყარი იმუნიტეტი.     

 

* ზიკა ვირუსის   გავრცელება ხორცილდება კოღოს ნაკბენით. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. დაავადებას ხშირ შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და გრძელდება რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე 

ადამიანებში ზიკა ვირუსის გადაცემა ხდება ინფიცირებული Aedes სახეობის კოღოს ნაკბენით. ამ სახეობას ასევე გადააქვს დენგეს და ჩიკუნგუნიას ვირუსები. 

Aedes სახეობის კოღო ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება (სათლი, ყვავილის ქოთანი). ისინი დღის აგრესიულ მკბენარებს წარმადგენენ. ისინი უპირატესად ადამიანებს კბენენ და მათ შორიახლოს ბინადრობენ. 

კოღოებისათვის ინფიცირების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, ამრიგად შემდგომ უკვე ინფიცირებულ კოღოს შეუძლია დაავადების გავრცელება ადამიანთა შორის კბენით. 

ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. 

ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია კოღოების კბენისგან თავდაცვით. 

ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ორსული ქალებისთვის წარმოადგენს. ამ ეტაპზე ზიკასა და ჩანასახის განვითარებას შორის კავშირი დამტკიცებული არ არის. თუმცა იმის გამო, რომ ვირუსს ამნიონურ სითხეში შეღწევა და ჩანასახს დაინფიცირება შეუძლია, მედიკოსები ეჭვობენ, რომ ზიკა მიკროცეფალიას იწვევს. 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now