Magdalena Posted February 11, 2019 Share Posted February 11, 2019 ტანსაცმლის ზოგიერთი მწარმოებელი თავიანთ პროდუქტს უმატებს სენსორებს, რომლებიც თვალყურს ადევნებს მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამგვარი ფუნქცია, რა საკვირველია, საინტერესოა, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობას სრულიად ბანალური მოთხოვნა აქვს - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელი თბებოდეს სიცივეში და აგრილებდეს სიცხეში. მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ტემპერატურისადმი ადაპტირებადი მასალა, რომლისგან სხვადასხვა სახის მაისურების დამზადებაა შესაძლებელი. სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლები უკვე იყენებენ მაღალი გამტარუნარიანობის მქონე მასალებს, თუმცა მათი ეს თვისება მოქმედია მუდმივად და არა იმ დროს, როდესაც საჭიროა. იმისათვის, რომ ფიზიკური აქტივობის დროს რეაგირება მოეხდინა სხეულის ტემპერატურის ცვლილებებზე, მკვლევარებმა შექმნეს ქსოვილი ძაფისგან, რომელიც შედგება ორგვარი ბოჭკოსგან - ეს ბოჭკოები იწოვენ და უკუაგდებენ სინოტივეს. სხეულის დატენიანებისას ქსოვილი თხელი ხდება და მასზე ფორები ჩნდება. ქსოვილში აგრეთვე არის ნახშირბადის ნანომილაკები, რომლებიც ქსოვილის თვისებებს მოქმედებაში ხელს უწყობს. ამგვარი მაისურის გამოყენებისას ორგანიზმი ორგვარად გრილდება: პირველი - მაისურის ფორებიდან და მეორე - ნანომილაკები ეხმარებიან სხეულს მეტი სითბოს გამოყოფაში. როდესაც ადამიანი პასიურ მდგომარეობაში იმყოფება, მატერიალი ინარჩუნებს ოპტიმალურ ტემპერატურას და მომხმარებელი არ განიცდის ზედმეტი სიცივის შეგრძნებას. ქსოვილის ეფექტურობის შესამოწმებლად მკვლევარებმა იგი მოათავსეს რეგულირებადი სინოტივის კონტეინერში. მისი გამტარუნარიანობის გაზომვის შედეგად მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ სინესტის 90%-მდე მომატებისას გამტარუნარიანობა 35,4%-მდე გაიზარდა. „მომავლის ტანსაცმლისთვის“ მასალების შექმნით უამრავი კომპანია და კვლევითი ჯგუფია დაკავებული. 2018 წლის ბოლოს კომპანია Fast Company-მ გამოუშვა გრაფენით დამზადებული ქურთუკი, რომელიც ასევე შესანიშნავად ინარჩუნებს ან გამოყოფს სითბოს გარემომცველი პირობების შესაბამისად. https://hi-news.ru/technology/futbolka-iz-etoj-tkani-spaset-vas-v-lyubuyu-zharu.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.