Magdalena

შექმნეს მასალა „მუდმივი“ საბურავებისთვის

Recommended Posts

თვითაღდგენადი სხეულის ნაწილები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამ დროისთვის ფანტასტიკად გვეჩვენება, თუმცა მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ - შეუძლებელი რამ რეალობად აქციონ. მცირე ხნის წინ მათ შეძლეს გაეზარდათ თაგვებისთვის ამპუტირებული თათები. ამჯერად კი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა გამოიგონა მასალა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად აღიდგინოს თავისი სტრუქტურა. მიიჩნევა, რომ იგი მშვენივრად გამოდგება საბურავებში, ფეხსაცმლის ძირებსა და რობოტების დეტალებში გამოყენებისთვის. 

image.jpeg 

მასალა განკუთვნილია 3D-პრინტერებისთვის, რომლებიც ბეჭდავენ ფიტოპოლიმერიზაციის მეთოდით. ამ მეთოდში იგულისხმება  სინათლის გამოყენება მასალის მყარი ფორმის მისაღებად. თვითაღდგენის თვისება ჩნდება ქიმიური რეაქციების დროს თიოლების გამოყენებით. მჟანგავ აგენტებთან ურთიერთქმედებისას ისინი დისულფიდებად გარდაიქმნება - სწორედ მათ შეუძლიათ აღიდგინონ თავდაპირველი ფორმა დაზიანების შემდეგ. 

სამწუხაროდ, დისულფიდების არსებობა საკმაოდ ანელებს ფიგურის გამყარებას, სწორედ ამიტომ აუცილებელი იყო მკვლევარებს ეპოვათ ნივთიერებების ოპტიმალური კონცენტრაცია. რამოდენიმე ცდის შემდეგ მათ შეძლეს მიეღწიათ საუკეთესო შედეგისთვის - იპოვეს საჭირო თანაფარდობა თვითაღდგენასა და გამყარების დროს შორის. 

მიღებული მასალისგან ნივთების დამზადებას მხოლოდ რამოდენიმე ათეული წუთი სჭირდება - დრო დამოკიდებულია ნივთის ზომაზე. მექანიკური დაზიანების შემდეგ მასალა აღიდგენს თავის სტრუქტურას რამოდენიმე საათში. აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატებისას თვითაღდგენის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. 

მკვლევარები გეგმავენ განაგრძონ მუშაობა მასალის გაუმჯობესებაზე. მათი მიზანია, მიაღწიონ იმას, რომ მასალი სიმტკიცემ მისცეს საშუალება - მისგან დამზადდეს ჯავშანჟილეტები, რომლებიც თავისით  აღდგებიან ტყვიის მოხვედრის შემდეგ. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now