Magdalena Posted February 9, 2019 Share Posted February 9, 2019 რობოტების წარმოების მთავარი მიზანია გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება. რობოტიზებულ სისტემებს შეუძლიათ შრომა შეუმსუბუქონ როგორც რიგით დიასახლისებს, ასევე სხვადასხვა საწარმოო სფეროში მომუშავეებს. ავსტრალიურ-ბრიტანული კომპანია Rio Tinto, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა ლითონებისა და მინერალების მოპოვებით, აპირებს მაქსიმალურად გაამარტივოს მოპოვებითი პროცესი ავტონომიური სარკინიგზო სისტემის - AutoHaul-ის მეშვეობით. ეს არის მატარებელი, რომელსაც ერთი პუნქტიდან მეორეში მოპოვებული მადანი გადააქვს ადამიანების დახმარების გარეშე. კომპანიამ უკვე გაიყვანა გზა მეჩხერად დასახლებული რაიონის - პილბარის ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიაში. პროცესს 8 თვე და 1,3 მლრდ დოლარი დასჭირდა. 2018 წლის მაისში სარკინიგზო უსაფრთხოების საერთაშორისო რეგულატორმა მას უფლება მისცა გამოეცადა სისტემა, ივლისში კი ავტონომიურმა ლოკომოტივმა პირველი გადაზიდვა შეასრულა: შახტებიდან მოპოვებული მადანი პორტში გადაიტანა. Rio Tinto-ს განკარგულებაში სულ 200 ლოკომოტივია, ყველა მათგანი ავტომატიზირებულია და 16 შახტადან გადააქვს ტვირთი 4 პორტისკენ. გადაზიდვის ხანგრძლივობა საშუალოდ 40 წუთია - სწორედ ეს დრო სჭირდება ავტონომიურ მატარებელს 800 კილომეტრის გასავლელად. მატარებლების გადაადგილება კონტროლდება სამართავი ცენტრიდან, რომელიც ქალაქ პერტშია განთავსებული. მოშორებით მყოფი ოპერატორები პროცესს თვალყურს ადევნებენ ბორტზე არსებული კამერების მეშვეობით. მას შემდეგ, რაც ავტომატიზირებული გადაზიდვების შესახებ ადგილობრივმა პროფკავშირებმა შეიტყვეს, მისი წევრები შეშფოთდნენ, რომ შესაძლოა პროცესის ავტომატიზების გამო სამომავლოდ ბევრი ადამიანი დარჩეს უმუშევარი. კომპანია ირწმუნება, რომ 2018 წლიდან მოყოლებული არავინ გაუთავისუფლებია სამსახურიდან და არც მომავალ წელს აპირებს. Rio Tinto-ს სარკინიგზო მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გადაზიდვების ავტომატიზაცია პილბარის მსგავს რაიონებში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად დაჩქარდეს პროცესი და შემცირდეს ხარჯები. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგის სპეციალისტი, პროფესორი ალან ტრენჩი აცდახებს, რომ ამგვარი სისტემის გამოყენებას ყველა კომპანია ვერ შეძლებს. იგი განმარტავს, რომ ავტონომიური მატარებელი შესანიშნავად ერგება ქვანახშირის მომპოვებლებს, თუმცა მისი გამოყენება რთულია ოქროს მომპოვებელი კომპანიებისთვის, რომლებიც მიწისქვეშ ბევრად უფრო დიდ სიღრმეზე მუშაობენ. https://hi-news.ru/robots/avtonomnyj-poezd-poluchil-zvanie-samogo-bolshogo-robota.html 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.