Magdalena

ბოლო ოთხი წელიწადი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა თანამედროვე ისტორიაში

Recommended Posts

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ გლობალური დათბობა შესაძლოა კაცობრიობის ერთ-ერთი დამღუპველი მიზეზი გახდეს. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს ამ პრობლემის სერიოზულობას, რადგანც კლიმატური ცვლილებები იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ ცვლილების შემჩნევა პრაქტიკულად შეუძებელია სხვადასხვა წლებში დაფიქსირებული ტემპერატურის მაჩვენებლების შედარების გარეშე. მცირე ხნის წინ ერთდროულად რამოდენიმე ორგანიზაციამ წარმოადგინა დამაფიქრებელი სტატისტიკა - აღმოჩნდა, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა, ბოლო 4-5 წელი კი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა თანამედროვე ისტორიაში. 

image.jpeg 

დაკვირვების შედეგად პრაქტიკულად იდენტური შედეგები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: NASA-მ მსოფლიო მეტეოროლოგიურმა სადგურმა და ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლების ეროვნულმა სააგენტომ - NOAA-მ. ტემპერატურის გაზომვა აშშ-ში 1880 წლიდან დაიწყო და თუკი იმ დროის მაჩვენებლებს შევადარებთ ამჟამინდელს, აღმოჩნდება, რომ პლანეტის ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. ყველაზე ცხელი წლების ოთხეულში შევიდა 2015, 2016, 2017 და 2018 წლები. 

მაღალი ტემპერატურის რეკორდები ეკუთვნის ევროპას, ახალ ზელანდიასა და რუსეთს. ტემპერატურის მატება, რა საკვირველია, შეინიშნება წყლის ზედაპირზეც - განსაკუთრებით კი წყნარ და ატლანტის ოკეანეებზე. იმის პარალელურად, რომ პლანეტა სულ უფრო ცხელი ხდება, იმატებს მსოფლიო ოკეანის დონე, რაც მყინვარების დნობითაა განპირობებული. 

image.jpeg 

მთელი ეს ინფორმაცია გროვდება 6300 მეტეოროლოგიური სადგურიდან, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განაწილებული. კვლევაში მეცნიერები ითვალისწინებენ ანტარქტიკის სადგურების მონაცემებს, რომლებიც წყლის ტემპერატურას ზომავენ. სულ მცირე ხნის წინ მკვლევარებისთვის ცნობილი გახდა, რომ გლობალური დათბობის ერთ-ერთი მანიშნებელი შეიძლება იყოს წყლის ფერი - 21-ე საუკუნის ბოლოს დედამიწის წყლები უფრო მკვეთრ ლურჯ და მწვანე შეფერილობას მიიღებენ. 

  • Like 1
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now