Magdalena Posted February 6, 2019 Share Posted February 6, 2019 Microsoft-ს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ პლატფორმების გადაკვეთის წინააღმდეგი არ არის. და ამჯერად როგორც ჩანს, კომპანიამ გადაწყვიტა სიტყვებიდან საქმისკენ გადაინაცვლოს. Game Developers Conference-ის (GDC) ოფიციალურ საიტზე მოცემულია Microsoft-ის პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც კორპორაცია გეგმავს, განავითაროს სერვისი Xbox Live და მასში დანერგოს Nintendo Switch-ისა და მობილური მოწყობილობების (iOS/Android) მხარდაჭერა. ამჟამად Xbox Live ძირითადად მუშაობს Xbox-სა და პერსონალურ კომპიუტერებზე. ყველა ზემოთხსენებული პლატფორმის მფლობელს შეეძლება ისარგებლოს Xbox Live-ის ფუნქციებით. Microsoft-ის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება გეიმინგ-ანტრეპრენერებს საშუალებას მისცემს - დაინგრეს ბარიერები პლატფორმებს შორის. საერთო ჯამში Xbox Live სამომავლოდ თეორიულად მოიცავს ორ მილიარდ მოწყობილობას. ამჟამად ეს რიცხვი დაახლოებით ოთხას მილიონს შეადგენს. მარტის შუა რიცხვებში გაიმართება კონფერენცია GDC 2019 – სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი სრულფასოვანი დეტალების გახმაურება. https://overclockers.ru/softnews/show/95664/microsoft-sobiraetsya-obedinit-v-xbox-live-igrokov-na-pc-xbox-nintendo-switch-i-mobilnyh-ustrojstvah 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.