Magdalena Posted February 1, 2019 Share Posted February 1, 2019 კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ აპირებს მომხმარებლებს შესთავაზოს მსოფლიოში პირველი 1-ტერაბაიტიანი eUFS-სისტემა (ინტეგრირებული უნივერსალური ფლეშ-საცავი), რომელიც განკუთვნილი იქნება მაღალი წარმადობის სმარტფონებისთვის. მასობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. ამ გადაწყვეტილების შედეგად სმარტფონებს ექნება ერთი ტერაბაიტი მეხსიერება ერთი ფლეშ-მეხსიერების ჩიპით. Samsung-ის მეხსიერების მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი Cheol Choi აცხადებს, რომ 1-ტერაბაიტიანი eUFS – „როგორც მოსალოდნელია, გადამწყვეტ როლს ითამაშებს მომავალი თაობის სმარტფონებში უფრო მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისის უზრუნველყოფის საკითხში“. წაკითხვის სიჩქარე იქნება 1000 მეგაბაიტი წამში. Samsung-ის თქმით, ეს მაჩვენებელი ათჯერ მეტია ჩვეულებრივ microSD ბარათთან შედარებით. გასულ წელს Samsung-მა წარადგინა Galaxy Note 9 „1 ტერაბაიტით“, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 512 გიგაბაიტიან მოდელზე დამატებული იქნებოდა 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების microSD - იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ყველაზე დიდი მოცულობის მქონე ბარათი. გამოიყენებს Samsung-ი 1 ტერაბაიტიანი მეხსიერების ჩიპებს უახლოეს მომავალში? - არ არის გამორიცხული, რადგან ხმები ვრცელდება, რომ მომავალი Galaxy S10 სმარტფონის ხაზში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის მოდელი 12 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 1 ტერაბაიტი მეხსიერებით. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/1/30/18203347/samsung-1tb-flash-memory-eufs-phones-galaxy-s10 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.