Jump to content
Magdalena

Tesla Model 3-ის ანალოგი Volvo-სან: მახასიათებლები და ფოტოები

Recommended Posts

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ შვედური ავტომწარმოებელი კომპანია Volvo აპირებს კონკურენცია გაუწიოს Tesla-ს. ამ მხრივ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო ჰიბრიდული ავტომობილის - Polestar 1-ის გამოშვება, რომელმაც ვერ მოიპოვა პოპულარობა მაღალი ფასის გამო. შედეგად კომპანიამ გადაწყვიტა გამოუშვას მთლიანად ელექტროვერსია - Polestar 2, რომელიც გვევლინება Tesla Model 3-ის კონკურენტად - მას დაახლოებით ამ მოდელის მსგავსი მახასიათებლები და ფასი ექნება. 

image.jpeg 

ავტომობილის დიზაინს მწარმოებელი ჯერჯეობით საიდუმლოდ იტოვებს, თუმცა ინტენეტში გაჟონილი ინფორმაციის წყალობით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მისი ზოგადი შტრიხები. ცნობების თანახმად, მომავალი ელექტრომობილი ოთხკარიანი და სავარაუდოდ გამჭვირვალე სახურავიანია. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ შავი ფერის ავტომობილზე, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია ფერთა არჩევანი დაემატოს.  

image.jpeg

 

პროგრამული ნაწილი დაფუძნებულია Android-სისტემაზე და მჭიდროდაა კავშირში ხმოვან დამხმარესთან - Google Assistant-თან. ოფიციალური ინფორმაციით, იგი მუდმივად იქნება მიერთებული ინტერნეტთან და ექნება იმავე სერვისების მხარდაჭერა, რაც Android-სმარტფონებს გააჩნია. აპლიკაციების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება Google Play-დან, ასე რომ მგზავრებს შეეძლებათ უსმინონ მუსიკას, უყურონ ფილმებს და ეკონტაქტონ ახლობლებს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცები აეწყობა იმგვარად, რომ მათი გამოყენება მოსახერხებელი იყოს დიდი ზომის დისპლეიზე. 

image.jpeg 

5 ფაქტი Tesla Model 3-ის კონკურენტის შესახებ: 

  1. იგი პირველი სრულიად ელექტრომობილია Polestar-ისა დაVolvo-სგან; 

  1. აკუმულატორის ერთი სრული დამუხტვა საკმარისია 482 კილომეტრის გასავლელად; 

  1. ძრავის სიმძლავრე — 400 ცხენის ძალა; 

  1. პროგრამული პლატფორმა დაფუძნებულია Android-ზე, თუმცა ეს არ იქნება Android Auto; 

  1. ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვეულებრივად შეძენისას, ასევე შესაძლებელი იქნება გამოწერით სარგებლობა. 

ცნობილია, რომ Polestar 2-ის წარმოება უკვე დაწყებულია 2018 წლის დეკემბრიდან. კომპანია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას გაუზიარებს. 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...