Jump to content

შექმნეს რობოტი-მიკრობი, რომელიც სისხლძარღვებში გადაადგილდება


Recommended Posts

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რობოტები  არ არის მხოლოდ ოთხფეხა მექანიზმები, როგორიცაა მაგალითად SpotMini, რომელთაც შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა სამუშაოები. მათ პარალელურად ინჟინრები ასევე მუშაობენ მექანიზმებზე, რომელთაც თავიანთი მცირე ზომების წყალობით ეუძლიათ გადაადგილდნენ ცოცხალი ორგანიზმის შიგნით და მედიკამენტი მიაწოდონ საჭირო, რთულადმისაწვდომ ადგილას. 

ლოზანას პოლიტექნიკური სკოლისა და ციურიხის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლის მკვლევარებმა შექმნეს რობოტი-მიკრობი, რომელიც თავსებადია სხვადასხვა ტიპის სითხესთან და შეუძლია გადაადგილდეს სისხლძარღვებში. 

image.jpeg 

პროექტის ხელმძღვანელმა - სელმან საკარმა განაცხადა, რომ მიკრო-რობოტის გარე სტრუქტურის შექმნისას ისინი ემყარებოდნენ კირიგამის პრინციპებს (კირიგამი არის იაპონური ხელოვნება, რომლის მიხედვითაც ქაღალდისა და მაკრატლის გამოყენებით სხვადასხვა სახის ფიგურა მზადდება). მოქნილი კონსტრუქციის წყალობით მიკრო-რობოტს შეუძლია გადაადგილდეს წვრილ ძარღვებშიც შეფერხების გარეშე. 

ჩვენს რობოტს განსაკუთრებული შემადგენლობა და სტრუქტურა გააჩნია, რომელიც მას საშუალებას აძლევს ადაპტირება მოახდინოს იმ სითხის მახასიათებლებთან, რომელშიც გადაადგილდება. მაგალითად, თუკი ის ხვდება სითხის სიბლანტის ან ნაწილაკების კონცენტრაციის ცვლილებების გარემოში, თავადაც იცვლის ფორმას, რათა შეინარჩუნოს სიჩქარე და მანევრირება ისე, რომ არ დაკარგოს კონტროლი მოძრაობის მიმართულებაზე“. 

image.png 

რობოტი-მიკრობი დამზადებული ნანოკომპოზიტისგან, რომელიც შევსებულია მჭიდროდ დაკავშირებული პოლიმერული ქსელით - სწორედ ეს ანიჭებს მას ელასტიურობას. იმის ნაცვლად, რომ რობოტი აღეჭურვათ საკმაოდ დიდი სენსორებითა და აკუმულატორით, მკვლევარებმა მაგნიტური ნანონაწილაკები გამოიყენეს. ეს ნაწილაკები რეაგირებენ ელექტრული ველის ცვლილებებზე. ამის წყალობით მეცნიერებმა შეძლეს რობოტი დეფორმაციაზე დაეპროგრამებინათ. 

ბუნებაში უამრავი მიკროორგანიზმია, რომლებიც ფორმას იცვლიან გარემომცველი პირობების მიხედვით. სწორედ ამ პრინციპმა შთაგვაგონა მიკრორობოტების შექმნ“ - აცხადებენ მკვლევარები. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს შემდეგ საკითხს: მიკრორობოტების დასამზადებლად საჭიროა კომპონენტების მინიმუმი, რისი წყალობითაც მათ წარმოება ძალიან იაფი ჯდება. მეცნიერები აპირებენ ეტაპობრივად დახვეწონ მიკრორობოტების კონსტრუქცია, რათა მათ შეძლონ მაქსიმალურად რთულ გარემოში გადაადგილება. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.