Jump to content
Magdalena

Google Digital Wellbeing-ის ანალოგი ახალი აპლიკაცია Android ტელეფონებისთვის

Recommended Posts

image.png

ახალი აპლიკაცია იყენებს Google-ის Digital Wellbeing ფუნქციას  სასარგებლო ინსტრუმენტების კრებულს, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი აპლიკაციის მოხმარებას მიაქვს ყველაზე მეტი დრო. ის განკუთვნილია Android-ის ყველა ტელეფონთვის და მისი სახელწოდებაა ActionDash. იგი შეიმუშავა იმავე კომპანიამ, რომელმაც გამოუშვა ადაპტაციის სისტემა Action Launcher. 

ActionDash აპლიკაციის გახსნისას თქვენ ხედავთ აპლიკაციების ჩამონათვალს, რომლითაც სარგებლობდით დღის განმავლობაში, ასევე იმას, თუ რამდენჯერ განბლოკეთ ტელეფონის ეკრანი ან რამდენი შეტყობინება მიიღთ. ეკრანიდან ეკრანზე გადასვლისას შესაძლებელია ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაფილტვრა დღეებით, საათებით და აპლიკაციებით. 

ActionDash გამოიყურება თითქმის ისევე, როგორც Google-ის Digital Wellbeing-ი იმ მცირედი განსხვავებით, რომ მასში შეუძლებელია აპლიკაციის მოხმარების ლიმიტის დაწესება.  

image.png

 

მსგავსებაში ActionDash-სა და Digital Wellbeing-ს შორის არ უნდა ვხედავდეთ მხოლოდ ცუდს. ეს არის საშუალება, ერთმათისგან გავარჩიოთ თითოეულის პლუსი თუ მინუსი. მაგალითად,  ActionDash-ში ნავიგაცია უფრო გამარტივებულია ეკრანზე ხელით მარცხნივ ან მარჯვნივ გადასვლით, მაშინ როცა Digital Wellbeing-ში გვხვდება ბევრი ჩამალული ეკრანი, თუმცა ფუნქციათა ნაკრები უფრო მეტად მოწესრიგებულია, რაც ადვილს ხდის გავიგოთ, თუ რომელი აპლიკაცია გვახარჯინებს ყველაზე მეტ დროს. 

ActionDash-ს Digital Wellbeing-თან შედარებით აქვს ერთი უპირატესობა - ის ყველასთვის ელმისაწვდომია. Google-ის Digital Wellbeing განკუთვნულია მხოლოდ Pixel და Android One ტელეფონებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მომხმარებელთა მცირე ჯგუფს შეუძლია მისი გამოყენება.  

„შესაძლებლობა იმისა, რომ Google-ის ისეთი ფუნქციები, რომლებიც ლიმიტირებული ტელეფონებისთვის იყო შემუშავებული, ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველა სხვა დანარჩენი მომხმარებლისთვის, ყოველთვის მიზიდავდა“ - აცხადებს ActionDash-ის შემქმნელი კრის ლეისი. 

მოსახმარებლად იოლი ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს ძველი Android-სმარტფონების  მომხმარებლებს შეიგრძნონ, თითქოს მათ ხელში უკავიათ ახალი სმარტფონი Google-ის უახლესი ოპერაციული სისტემით. 

ActionDash-ს გააჩნია კიდევ რამდენიმე უპირატესობა Digital Wellbeing-თან შედარებით. მას აქვს ე.წ. მუქი ეკრანის რეჟიმი და შეუძლია ყოველი დღის ბოლოს სრული ინფორმაციის გამოტანა დღიური მოხმარების შესახებ მაშინ, როცა ეს უკანასკნელი შეზღუდულია იმით, რომ ინფორმაციი მისაღებად ყოველ ჯერზე საჭიროა აპლიკაციაში შესვლა. 

კრის ლეისი აცხადებს, რომ იგი ეძებს გზებს - თავის აპლიკაციას დაამატოს მთელი რიგი ფუნქციები. მაგალითად, აპლიკაციის მოხმარების ტაიმერი, რომელიც ასევე გააჩნია Digital Wellbeing-ს. მაგალითად, პერიოდულად ირთვება შავ-თეთრი ეკრანი, რაც აიძულებს მომხმარებელს შეწყვიტოს ტელეფონით სარგებლობა. ActionDash მას წარმოუდგენია, როგორც მონაცემთა შეგროვების საშუალება და არ სურს მოახდინოს Digital Wellbeing-ის ერთ-ერთში კოპირება. 

არსებობს მრავალი სხვა ანალოგიური აპლიკაცია, მაგრამ ActionDash მოსახმარებლად უფრო იოლია და მონაცემთა კონფიდენციალურობა დაცულია, რაც ნიშნავს იმას, რომ აპლიკაციების მოხმარების ისტორია დარჩება ტელეფონის მეხსიერებაში და ხელმიუწვდომელი იქნება მესამე პირთათვის. 

ActionDash უფასოა, თუმცა მისი განახლებული ვერსია ფასიანია, იგი წარმოდგენილია სხვადასხვა ბონუს-ფუნქციით, მაგალითად, აქვს მუქი ეკრანის თემა და არ შეიცავს მომაბეზრებელ რეკლამებს. 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...