Jump to content

ROCCAT Isku კლავიატურა


Recommended Posts

5085cd64ffdf.jpg

კომპანია ROCCAT Studios-მა წარმოადგინა ROCCAT Isku - განათების მქონე, გეიმინგ კლავიატურა, რომელიც აღჭურვილია სულ ახალი ROCCAT Talk ტექნოლოგიით. ის გახლავთ ინტენსიური შემუშავებითი პროცესების შედეგი და ძირითადად გათვლილია გეიმერების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მას გააჩნია ვრცელი მაკრო ფუნქციები და ამას ემატება ისიც, რომ ის არის პირველი ასეთი პროდუქტი, რომელსაც აქვს უკვე აღნიშნული ROCCAT Talk და EasyShift[+]-ის მხარდაჭერა. პირველი მათგანის საშუალებით, შესაძლებელია მაუსისა და კლავიატურის ერთმანეთთან 'ლაპარაკი', რაც აქამდე არ ყოფილა, რითაც მოთამაშეებს თვალწინ ეშლებათ უპრეცედენტო ოპციების მთელი ასორტიმენტი. 123 საშუალო სიმაღლის, სტანდარტული განლაგების ღილაკები უზრუნველყოფენ გამოხმაურების ოპტიმალურ დროს და დაჭერის სიზუსტეს, ხოლო სიკაშკაშის 6 დონის მეშვეობით, გეიმერებს აღარ გაუჭირდებათ საჭირო მათგანის მოძებნა სიბნელეშიც კი.

EASYSHIFT[+]

დაპატენტებული EasyShift[+] ტექნოლოგია, რომელიც აორმაგებს ღილაკების ფუნქციათა რიცხვს, კლავიატურაზე პირველად გვხვდება. ROCCAT Isku - Illuminated Gaming Keyboard-ს გააჩნია 3 ასეთი ზონა(M1-M5, 20 EasyZone keys, T1-T3). მთლიანობაში, EasyShift[+] და სამი thumbster ღილაკი გვთავაზობს 36 მაკრო ფუნქციას, რომლებიც იდეალურად არის განლაგებული WASD მიდამოებთან, რითაც მარტივდება მათზე დაჭერა.Caps Lock-ი, რომელიც არცერთი გეიმერს არ აინტერესებს, კონფიგურირებულია როგორც ზემოაღნიშნული ტექნოლოგიის მქონედ, მაგრამ ასევე შესაძლებელია M1-M5 და thumbster T1-T3-ების გამოყენებაც. უკვე ნახსენები 36 მაკრო ღილაკი კი, გვთავაზობს 180 ფუნქციას, რომელთა შენახვაც ხდება 5 პროფაილში.

anti-ghosting-ის მეშვეობით, პრობლემა აღარ შეგექმნებათ ერთდროულად ბევრი ღილაკის დაჭერის დროსაც. ასევე, polling სიხშირე კი უზრუნველყოფს ულტრა-სწრაფ კლავიატურის გამოხმაურების დონეს, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე.

ROCCAT TALK

ROCCAT Talk ტექნოლოგიის საშუალებით, როგორც ზემოთ ავღნიშნე, შესაძლებელი იქნება კლავიატურისა და მაუსის ერთმანეთთან 'დალაპარაკება'. ROCCAT Talk-ის პროტოკოლი უკვე შესულია ROCCAT Kone[+]-ში და ROCCAT Isku-ში და სხვა თავისებურებებთან ერთად, შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთ EasyShift[+] ღილაკს გაუკეთოთ კონფიგურაცია - ორივე პერიფერიულ მოწყობილობებისათვის.

თაგვზე, EasyShift[+] ფუნქციის გააქტიურება შეგვეძლება კლავიატურის ამავე ღილაკის დაჭერით და პირიქით. როდესაც მაუსზე ხდება მისი ჩართვა ამ გზით, ის იძლევა ვიზუალურ უკურეაქციას, როგორც განათების დროს. მოწყობილობების ურთიერთობა ხდება შეუფერხებლად, თამაშებში სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფით.

პირველად, გეიმერს საშუალება ეძლევა, რომ მარტივად მოახერხოს ისეთი კრიტიკული ფუნქციების გააქტიურება, როგორიცაა EasyAim-ი და ეს მხოლოდ კლავიატურაზე ერთი ღილაკის დაჭერით. შესაძლებელია EasyShift[+]-ის აქტიურ მდგომარეობაში დატოვება იქამდე, სანამ ხელახლა მოხდება მისი გამოყენება (toggle on/off).

ROCCAT Isku ხელმისაწვდომი გახდება ამ წლის II კვარტალში და მისი რეკომენდირებული ღირებულება იქნება €79.99

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

ამ დღეებში ვაპირებ კლავიატურის შეძენას და 40 ლარის ფარგლებში რას მირჩევდით ?mameda.gif

+1 სიახლისთვის thumbsup.gif

Edited by Gadget
Link to comment
Share on other sites

ამ დღეებში ვაპირებ კლავიატურის შეძენას და 40 ლარის ფარგლებში რას მირჩევდით ?mameda.gif

+1 სიახლისთვის thumbsup.gif

იყიდე რამე რაც 40 ლარში იქნება :D

ROCCAT მაგარი ბრენდია, როგორც ვიცი ცოტა ძვირია მაგის დივაისები მაგრამ ძალიან ხარისხიანი

მადლობა ნიუსისთვის

Link to comment
Share on other sites

€79.99 ამდენი ფული კლავიატურაში როგორ უნდა გადაიხადო ?:D 20 ლარიანი ჯღარკითაც კარგად ვსარგებლობ:)

Link to comment
Share on other sites

დიზაინს არა უშავს, მარა 79 ევრო კლავიატურისათვის მეტისმეტია ჩემი აზრით, რა ტექნოლოგიაც არ უნდა ჰქონდეს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.