Jump to content

NVIDIA რობოტექნოლოგიებში გადაინაცვლებს


Recommended Posts

image.png

NVIDIA-მ ოფიციალურად გახსნა რობოტექნიკის საკვლევი ლაბორატორია სიეტლში. ლაბორატორიაში იმუშავებს რობოტიკის ოცი სპეციალისტი და ოცდაათი მეცნიერ-ექსპერტი. 

მკვლევარები მუშაობენ უამრავ პროექტზე რობოტიკის სფეროში, მათ შორის მუშაობა მიმდინარეობს „კობოტების“ (cobot, collaborative robot) მიმართულებითაც, რომლებიც ადამიანების გვერდით შეასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს.  

NVIDIA-ს რობოტიკსის ხელმძვანელი გახლავთ დიტერ ფოქსი (Dieter Fox) - რობოტექნიკის მკვლევარი და პროფესორი. იგი აცხადებს: 

„გვსურს შევქმნათ რობოტები, რომლებიც უპრობლემოდ შეასრულებენ დავალებებს ადამიანების ნაცვლად“ 

ლაბორატორიაში განთავსებულია სპეციალურად შემუშავებული სამზარეულო IKEA-სგან, რომელიც განკუთვნილია სამზარეულოს რობოტის - “kitchen manipulator”-ის ტესტირებისთვის. იგი იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და ღრმა მანქანურ სწავლებას დავალებების შესასრულებლად.  

„კონტროლის, სწავლების, მოდელირების სფეროებში უახლესი მიღწევებით ჩვენ შევძლებთ მკვლევართა საზოგადოებას დავეხმაროთ გარკვეული პრობლემების გადაჭრაში, რომელთაგან ბევრი საკითხის მოგვარება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს რობოტიკაში“. 

რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი უფრო გრძელვადიანი „თამაში“ იქნება, ვიდრე NVIDIA-ს უკანასკნელი ნახტომი კრიპტოვალუტებში. ეს მცდელობა მიღწეულ იქნა მაინინგისთვის საჭირო ჩიპების შესაძლებლობების გამოყენებით.  

NVIDIA-ს უკვე აქვს ხელოვნური ინტელექტის საკვლევი ლაბორატორია ტორონტოში, კანადაში, სადაც 200 მეცნიერი მუშაობს. ეს მეცნიერები აგრეთვე მუშაობენ კომპიუტერული ხედვის, თვითმართვადი ავტომობილებისა და გრაფიკის მიმართულებითაც.  

image.png 

2018 წლის ბოლოსკენ NVIDIA იბრძოდა მაინინგისთვის განკუთვნილ მის გრაფიკულ პროცესორებზე შემცირებული მოთხოვნის გამო. იგი შეუერთდა ტექნოლოგიურ აქციებსა და უფრო ფართო ბაზრებს მშფოთვარე 2018 წლის ბოლოს.  

არსებობს ინფორმაცია, რომ Softbank-ა შესაძლოა თავისი წილი NVIDIA-ს მიჰყიდოს. დეკემბრის ბოლოს NVIDIA-ს აქციების ფასი 54%-ით დაეცა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია S & P 500 საფონდო ინდექსის მიხედვით. Cloud-პროვაიდერებისთვის მიყიდულმა პროდუქციამ ჯამში ვერ გაამართლა დადებითი მოლოდინები.  

ნახევარგამტარი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების აქციები წნეხის ქვეშ არიან, რადგანაც Samsung-ი იტყობინება ჩიპებზე ფასის დაწევის შესახებ. თუმცა მიმდინარე კვირაში  დაფიქსირდა რამოდენიმე მოულოდნელი საპასუხო რეაქცია დეკემბრის მინიმუმის საპირისპიროდ. Trading Analysis-ის წარმომადგენელი ტოდ გორდონი (Todd Gordon) ინვესტორებისთვის რეკომენდაციას აძლევს Advanced Micro-ს აქციებს. ერინ გიბსი (Erin Gibbs) S & P Global Market Intelligence-იდან კი ამბობს, რომ NVIDIA-ს აქციების ფასი შესაძლოა ისევ გაიზარდოს: 

„მე ნამდვილად მომწონს NVIDIA. ის, რომ იგი ამჟამად ასე შელახულად გამოიყურება, ერთ-ერთი მიზეზია იმისთვის, რომ მეტად აღარ გაიაფდება. ჩვენ მოგების დაახლოებით 50%-იან ზრდას ველით 2019 წელს“. 

თუმცა გიბსმა ასევე დაუმატა, რომ „ნახევარგამტარი წარმოება - ეს ის სფეროა, რომლის ყიდვის რეკომენდაციასაც არ ვიძლევით“. 

უილიამ სტეინი (William Stein) - Sunset Robinson Humphrey-ს ანალიტიკოსი ოპტიმისტურადაა განწყობილი როგორც ნახევარგამტარი წარმოების, ასევე კონკრეტულად NVIDIA-სთან დაკავშირებით და თვლის, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებს უდიდესი მნიშვნელობა ექნებათ: „ვთვლით, რომ კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შედეგად ნახევარგამტარი წარმოება წინ წავა, შეფერხება ან დესტრუქციული გადაწყვეტილება კი შესაბამისად უარყოფით შედეგს გამოიღებს“. 

სტეინი თვლის, რომ NVIDIA სცდება ნახევარგამტარი წარმოების სფეროს და მისი გეიმინგ-ვიდეობარათის - Nvidia GeForce RTX 2060-ის გამოსვლით კომპანიის მოგება გაიზრდება.  

NVIDIA არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ახალ ბაზრებს ეძებს წარმოების გაზრდა-გაფართოებისთვის. როგორც ცნობილია, Amazon-ი მუშაობს თამაშების ახალ სტრიმინგ-სერვისზე, რათა კონკურენცია გაუწიოს Microsoft-სა და Google-ს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.