Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Razer-ის Chroma Lightning-ი და მისი პროგრამა Synapse ერთმანეთს მშვენივრად ეწყობიან, სულ მალე კი კიდევ ერთი მეთოდი დაემატება RGB-განათების კონტროლისთვის: Amazon Alexa. CES-გამოფენაზე კომპანიამ განაცხადა, რომ ხმოვანი დამხმარისა და  Razer Synapse 3-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა მართოს გეიმინგ-აპარატურა. Razer Synapse 3-ში ეს ფუნქცია დაემატება მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან ჯერ აშშ-სა და კანადაში, მოგვიანდებით კი სხვა ქვეყნებში.  

აუცილებელი არ არის Echo-დინამიკის გამოყენება. განათების სამართავად, პროფილის ცვლილებებისა და პარამეტრების რეგულირებისთვის შეგეძლებათ გამოიყენოთ Razer-ის  ყურსასმენები და მიკროფონი (როგორც მწარმოებელი აცხადებს, სხვა კომპანიის კომპონენტებიც ესადაგება, თუმცა რეკომენდებულია Razer-ის გამოყენება). განათების რეგულირების პარალელურად, Alexa მისთვის ჩვეულ რეჟიმში შეასრულებს თავის ძირითად ფუნქციებსაც -  მაგალითად, შეამოწმებს ამინდს და გიპასუხებთ კითხვებზე.  

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.