Jump to content

ინფრაწითელი გამოსხივების კომპაქტური სკანერი განსაზღვრავს პროდუქტების ვადასა და ვარგისიანობას


Recommended Posts

image.jpeg

ინფრაწითელი სკანირება სულ უფრო დიდ როლს თამაშობს სამრეწველო-ტექნიკურ სერვისებში. გამოსახულება, რომელიც მიღებულია ადამიანის თვალისთვის უხილავ სითბურ დიაპაზონში, ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა ობიექტთან შეხების გარეშე 

ინფრაწითელი სკანირების თანამედროვე საშუალებებს ფართო შესაძლებლობები აქვთ რეალურ დროში სითბური ინფორმაციის კვლევისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერატიული კონტროლის საშუალებას. გარდა ამისა, უახლეს ინფრაწითელ სკანერს აქვს სპეციალური მოწყობილობა მიღებული სითბური გამოსახულებების ასახვა-შენახვისთვის, რათა ისინი შემდგომში გამოკვლეულ იქნეს 

რაუნჰოფერის ქომიუნითის ინჟინრებმა შექმნეს კომპაქტური, ჯიბის სკანერი, რომლის მეშვეობითაც უმოკლეს დროში შესაძლებელია განისაზღვროს პროდუქტების ვარგისიანობა ინფრაწითელი გამოსხივებით. სიახლის წყალობით შემცირდება გადასაყრელად გამზადებული პროდუქტების რაოდენობა, რადგან ადამიანები ხშირად ეჭვის გამო ყრიან საკვებს, რადგან არ იციან რამდენად ვარგისია. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ასოციაციის მონაცემებით, მსოფლიოში წარმოებული საკვები პროდუქტების მესამედი სანაგვეზე იყრება. ეს დაახლოებით 1,3 მილიარდი ტონაა წელიწადის განმავლობაში. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ნარჩენების წილი ყველაზე მაღალია, ყოველწლიური ნარჩენების ხარჯები 680 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ყრიან პროდუქტს  ეს არის იმაში დაურწმუნებლობა, ვარგა თუ არა პროდუქტი. ამ პრობლემას დიდწილად მოაგვარებს ფრაუნჰოფერის სკანერი, რომელსაც საფუძვლად უდევს მაღალი სიზუსტის მქონე ინფრაწითელი სენსორი. საკვებზე ხვდება ინფრაწითელი სხივი და არეკლილი სინათლე იზომება ინფრაწითელი სპექტრის მიხედვით. სპექტრის ანალიზის შედეგად მოწყობილობას შეუძლია განსაზღვროს არამარტო საკვების სიახლე, არამედ მისი ვადა და რეალურობა“, მაგალითად, შეუძლია გაარჩიოს ორაგული კალმახისგან 

მკვლევარებ ძალისხმევის შედეგად, შემცირდა სკანერის ზომაც და მისი საწარმოო დანახარჯებიც. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.