Jump to content

ხელოვნური ინტელექტი რობოტებს დამოუკიდებლად სიარულს ასწავლის


Recommended Posts

image.jpeg

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ შენეს ალგორითმი, რომლის დახმარებითაც რობოტები ისწავლიან დამოუკიდებლად სიარულს. Google Brain-ისა და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სამეცნიერო დოკუმენტში აღწერილია სისტემა, რომელმაც „ოთხფეხა რობოტს ასწავლა ადგილიდან ადგილზე გადანაცვლება“. 

სიღრმისეული მანქანური სწავლება შეიძლება გამოყენებულ იქნას რობოტიზირებული ამოცანების ავტომატიზაციისთვის, რაც ერთმანეთს შეუსაბამებს სენსორულ მონაცემებსა და დაბალი დონის მოქმედებებს“ - აცხადებენ სტატიის ავტორები. - თუ ჩვენ შევძლებთ მოქმედების ნულიდან შესწავლას, შევძლებთ შევქმნათ კონტროლერები, რომლებიც იდეალურად იქნებიან ადაპტირებულნი თითოეული მოქმედებისა და გარემოსადმი. ამით შესაძლებელი გახდება უკეთესი მანევრირება, ენერგოეფექტურობა და საიმედოობა. 

გაძლიერებული სწავლება - ეს არის ხელოვნური ინტელექტის სწავლების მეთოდიკა, რომელიც იყენებს დაჯილდოების ან დასჯის მეთოდებს რობოტების მიზნამდე მიყვანისათვის. იგი საჭიროებს მონაცემთა დიდ რესურსს, ზოგიერთ შემთხვევაში ათეულ-ათასობით ნიმუშს. 

OpenAI Gym-ის ექსპერიმენტებში, რომლებიც იმიტირებდნენ ღია კოდიან გარემოს და ხელოვნური ინტელექტის აგენტების ტესტირებას, ავტორების მიერ შექმნილმა მოდელმა მიაღწია პრაქტიკულ იდენტობას ან/და უკეთეს წარმადობას უწყვეტი გადაადგილების ოთხი ტიპის დავალების საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.