Magdalena Posted December 25, 2018 Share Posted December 25, 2018 ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი აპირებს გამოუშვას ახალი ვებ-კამერები Windows 10-ისა და Xbox One-ისთვის. რესურსი Thurrott-ი იტყობინება, რომ მზადდება ორი ახალი ვებ-კამერა, რომელთაგან ერთ-ერთი განკუთვნილია სახის ამომცნობი Windows Hello-სთვის ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერზე, რომელიც მუშაობს Windows 10-ზე. მეორე კამერა კი, როგორც ცნობილია, იმუშავებს Xbox One-ზე და ექნება Kinect-ის ფუნქცია, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, კამერის წინ გადაადგილებისას ავტომატურად შევიდნენ სისტემაში. ეს ფუნქცია იმუშავებს ოჯახის ნებისმიერი წევრის ექაუნთისთვის. Microsoft Surface-ის ხელმძღვანელმა Panos Panay-მ The Verge-თან ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ კომპანია გამოუშვებს ვებ-კამერებს Surface-ბრენდით. „შეხედეთ Surface Hub2-ის კამერას - იგი USB-C-ის ბაზაზეა და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხისა და სიმკვეთრის მქონე გამოსახულებას“ - განაცხადა მან. ამჟამად Microsoft-ი აპირებს 2019 წელს გამოუშვას Surface Hub 2S განახლებული პროცესორის კარტრიჯებით. თუკი კომპანია USB-C Surface Hub 2 კამერას ცალკე გამოუშვებს, ამ შემთხვევაში ეს კამერა იმუშავებს ნებისმიერ Windows 10 პერსონალურ კომპიუტერზე. Microsoft-ს ჯერ არ აქვს საკუთარი Windows Hello კამერა და პერსონალური კომპიუტერების მომხარებლებს უწევთ გამოიყენონ ალტერნატიული ვარიანტები Creative-ის, Razer-ისა და Logitech-ისგან, რათა ჰქონდეთ სახის ამოცნობის ფუნქცია თავიანთ კომპიუტერებზე. https://www.theverge.com/2018/12/22/18152996/microsoft-windows-xbox-webcam-windows-hello-features-rumors 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.