Magdalena Posted December 18, 2018 Share Posted December 18, 2018 კომპანია Asustek Computer-მა მიმდინარე წელს გადაწყვიტა იმ ენთუზიასტების გახარება, რომელთაც არ ჰყოფნიდათ ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ექსტრემალური ოვერქლოქინგისას. კომპანიის ინიციატივა გულისხმობს შემდეგს - მან წარმოადგინა შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც მოხდება DIMM-სლოტებში DDR4 მოდულების დაყენება, რომელზეც ჩიპები განთავსდება ორ რიგად, რაც შესაძლებელს გახდის ერთ PCB დაფაზე განთავსდეს 32 გიგაბაიტამდე მეხსიერება. მეხსიერების მწარმოებლებიდან ხსენებულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს კომპანიებმა - G.Skill-მა და ZADAK-მა. ამ უკანასკნელის მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე გამოჩნდა იაპონურ მაღაზიებში. ფოტოს წყარო: AKIBA PC Hotline ახალი მოდულების სიმაღლე 72 მილიმეტრს აღწევს და ისინი თავსებადია მხოლოდ Asus-ის მარკის რამოდენიმე დედა დაფასთან. მწარმოებელმა სიახლის შემოუშავებისას არ დაივიწყა RGB განათებაც, რომელიც თავსებადია AURA 2 მართვის სისტემასთან. მსურველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ შემდეგ კომპლექტებში: DDR4-2666, DDR4-3000, DDR4-3200 და DDR4-3600. გათვალისწინებულია Intel XMP 2.0 გაფართოებასთან თავსებადობა. იაპონურ მაღაზიებში 32 გიგაბაიტიანი DDR4-3000 წყვილი მოდული დაახლოებით 945 აშშ დოლარად გაიყიდა. https://overclockers.ru/hardnews/show/94957/v-prodazhu-postupili-dvuhyarusnye-moduli-zadak-s-rgb-podsvetkoj 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.