Magdalena Posted December 18, 2018 Share Posted December 18, 2018 მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის პატარა შეცდომასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მასშტაბური სერიოზული პრობლემები. Facebook-ი კვლავ აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში იმ დროს, როდესაც წინა სკანდალიდან არც ისე დიდი დროა გასული და მისი შედეგებიც კვლავ ახსოვთ მომხმარებლებს. კომპანია უამრავი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, ამჯერად მან ამცნო მომხმარებლებს იმის შესახებ, რომ მოხდა 6,8 მილიონი მომხმარებლის გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოჩენა. საუბარი ეხება ამგვარ რაიმეს: დაზარალდნენ მომხმარებლები, რომელთაც ფოტოები ატვირთული ჰქონდათ Facebook-ზე, მაგრამ არ ჰქონდათ პუბლიკაციის პროცესი დასრულებული. კომპანია ამგვარ ფოტოებს ინახავს სამი დღის განმავლობაში ცალკე განყოფილებაში. გარდა ამისა, დაახლოებით 1500 გარეშე აპლიკაციისთვის გახდა ხელმისაწვდომი ფოტოები, რომლებიც ატვირთული იყო Stories და Marketplace განყოფილებებში. წესით, ეს ფოტოები პრივატული უნდა ყოფილიყო. ფოტოებზე წვდომა მიიღო აპლიკაცია Timehop-მა და სხვა მისი ტიპის აპლიკაციებმა, რომლებზეც ამ დრომდე მომხმარებლებს ნება ჰქონდათ დართული ფოტოებზე წვდომაზე. ხარვეზი არ შეხებია იმ ფოტოებს,რომლებიც Messenger-ს საშუალებით იყო გაგზავნილი. ასეა თუ ისე, ამგვარმა მასშტაბურმა მგრძნობიარე პრობლემამ გარკვეულწილად შეამცირა სოციალური ქსელისადმი ნდობის დონე. https://3dnews.ru/979714 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.