Magdalena Posted December 14, 2018 Share Posted December 14, 2018 Apple-ის მიერ გამოცხადებული რამოდენიმე ვაკანტური ადგილის გამოჩენის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ კომპანია აპირებს თავად აწარმოოს მოდემები და ამით უკეთ გაუწიოს კონკურენცია Qualcomm-ს. ვაკანსიები ეხება ქსელური მოდემების სისტემების არქიტექტორების მოძიებას. დავალება მდგომარეობს „layer 1 cellular PHY chip“-ის შემუშავებაში, რომელშიც ინჟინერ-სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Apple არამხოლოდ აპირებს საკუთარ მოდემებზე მუშაობს, არამედ გეგმავს მათ გამოყენებას ახალ iPhone-ებში და სურს თავისი მრავალწლიანი პარტნიორის - Intel-ის ჩამოშორება. აღნიშნულია ისიც, რომ ახალი მოდემის შემუშავება-გამოსვლამდე კიდევ ბევრი წელია და 2020 წლისთვის დაგეგმილი 5G iPhone-ებშიც კი კომპანიას ჯერ კიდევ მოუწევს Intel-ის მოდემების გამოყენება. ეს ბუნებრივია, რადგან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Apple ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს სპეციალისტების დაქირავებას, პროცესის დასრულებას რამოდენიმე წელიწადი დასჭირდება. ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მობილურ ბაზარზე, განსაკუთრებით კი შეეხება Qualcomm-სა და Intel-ს, რომლებიც მსოფლიოს ორ უმსხვილეს მოდემების მომწოდებელს წარმოადგენენ. ისტორიულად, Apple თავის მოწყობილობებში Intel-ისა და Qualcomm-ის მოდემებს იყენებდა, მაგრამ 2017 წლიდან დაიწყო უთანხმოება Apple-სა და Qualcomm-ს შორის, რადგან Apple-მა იგი დაადანაშაულა არაკონკურენტუნარიანი ფასების შემოთავაზებაში და საქმე სასამართლო პროცესამდე მივიდა. შედეგად, Apple-მა უარი განაცხადა მისი ჩიპების გამოყენებაზე და ბოლო თაობის iPhone-ებში - (iPhone XS და XR) Intel-ის ჩიპები გამოიყენა. კომპანია Qualcomm-ი კი ცდილობს შეზღუდოს iPhone-ების გაყიდვა აშშ-სა და ჩინეთში. უნდა აღინიშნოს, რომ Apple-სთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს შემდეგი რამ: Intel-ი წარმადობის კუთხით ფეხს ვერ უწყობს Qualcomm-ის მოდემებს. როგორც ტესტები აჩვენებს, Qualcomm Snapdragon 845 სიჩქარის მხრივ უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე Intel-ის ჩიპების მქონე დივაისები: Qualcomm-ის ჩიპმა 40%-ით მეტი ჩამოტვირთვის სიჩქარე აჩვენა და 20%-ით მეტი - მონაცემთა ატვირთვის სიჩქარე. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/12/18137816/apple-modem-qualcomm-intel-iphone-competition-engineer-hiring 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.