Magdalena Posted December 12, 2018 Share Posted December 12, 2018 ჩიპების მწარმოებელმა მიიღო გამაფრთხილებელი სასამართლო აკრძალვა ჩინეთში Apple-ის რამოდენიმე სმარტფონის შეტანა-გაყიდვის შესახებ. სასამართლო აკრძალვა ვრცელდება შემდეგ სმარტფონებზე: iPhone 6s, iPhone 6s Plus, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X. ამავე სასამართლომ ერთი წლის წინ აკრძალა კომპანია Micron Technology Inc.-ის მთელი რიგი ჩიპების ჩინეთში შეტანაც. პატენტები, რომლებსაც საუბარი ეხება, დაკავშირებულია Qualcomm-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მათ შორის, ფოტოს ზომების შეცვლასა და სენსორულ ეკრანზე აპლიკაციების მართვასთან. „Apple აგრძელებს ჩვენი ინტელექტუალური საკუთრებიდან სარგებლის მიღებას, ამავე დროს კი უარს ამბობს ამის საფასური გადაგვიხადოს“ - აღნიშნა Qualcomm-ის მთავარმა მრჩეველმა Don Rosenberg-მა. თავის მხრივ Apple-მა განაცხადა, რომ ყველა ზემოთხსნებული მოდელი ძველებურად გაყიდვაშია ქვეყნის ფარგლებში, რამდენადაც მისი ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია iOS 12 კავშირში არაა საპატენტო კონფლიქტთან. „Qualcomm-ის მცდელობა - აკრძალოს ჩვენი პროდუქტები - კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან. მის არაკანონიერ ქმედებებს მთელ მსოფლიოში იკვლევენ მარეგულირებელი ორგანოები“ - მითითებულია Apple-ის განცხადებაში. ამ ამბების პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ Huawei დააჯარიმებს თავის თანამშრომლებს, თუკი ისინი iPhone-ს შეიძენენ. აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი უარყოფითად აისახება კომპანიების მოღვაწეობასა და მათ მოგებაზე. ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას ზიანი მოაქვს კომპანია Huawei-სთვისაც. იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს თავის საქმიან პარტნიორს - კომპანია Menpad-ს, რომელიც კომპონენტებს აწვდის Huawei-სა და სხვა ჩინურ მწარმოებლებს, Huawei-მ განაცხადა, რომ დაიწყებს იმ თანამშრომლების დასჯას, ვინც ამერიკული კომპანია Apple-ის სმარტფონებს შეიძენს. Menpad-ის ინფორმაციის თანახმად, Huawei გეგმავს ამ მოთხოვნის დამრღვევებს დაუწესოს იმ თანხის ოდენობის ფულადი ჯარიმა, რა ღირებულებისაც იქნება მათ მიერ შეძენილი iPhone. https://3dnews.ru/979447 https://3dnews.ru/979420 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.