Jump to content

Tesla-ს ავტოპილოტით ნასვამმა მძინარე მძღოლმა 7 მილი გაიარა უსაფრთხოდ


Recommended Posts

https___blueprint-api-production.s3.amazonaws.com_uploads_card_image_783137_5e715354-cd14-4a23-8e7a-4016452b9ca3.jpg

Tesla-ს ავტოპილოტი შესანიშნავად მუშაობს, თუკი მისით ბოროტად არ ისარგებლებენ. აშშ-ში, კალიფორნიაში ნასვამი მძღოლი დაჯდა საჭესთან, დაძრა მანქანა, ართო ავტოპილოტი და დაიძინა. პოლიციამ შენიშნა საჭესთან მძინარე ადამიანი და სცადა გაჩერება.  

„ერთ-ერთი ოფიცერი წინა მხრიდან მოექცა ავტომობილს და სცადა მისი შეჩერება“ - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. პოლიციელებს ჯამში შვიდი წუთი დასჭირდათ მძღოლის გასაღვიძებლად. ამის შემდეგ მათ იგი ახლოსმდებარე ბენზინგასამართ სადგურამდე მიიყვანეს, სადაც მძღოლმა ვერ გაიარა ალკოტესტი. კალიფორნიის საგზაო საპატრულოს თანამშრომელი აცხადებს: 

„შესანიშნავია, რომ გვაქვს ამგვარი ტექნოლოგია. თუმცა ჩვენ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას პასუხისმგებლობების შესახებ. თუმც ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომია, მძღოლებს უნდა ახსოვდეთ, რომ აქვთ პასუხისმგებლობა ავტომობილის კონტროლის შენარჩუნებაზე“. 

Tesla-ს ავტოპილოტის გააქტიურების შემდეგ სისტემა მძღოლებს აძლევს გაფრთხილებას, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ  ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში ხელში აიღონ მართვის კონტროლი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.