Jump to content

სმარტფონი Samsung Galaxy A8s - Infinity-O ეკრანით: დებიუტი 10 დეკემბერს


Recommended Posts

კომპანია Samsung-მა გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რომლის თანახმადაც 10 დეკემბერს შედგება Galaxy A8s სმარტფონის პრეზენტაცია. 

image.jpeg 

სმარტფონი წარმოდგენილი იქნება Android 8.0 (Oreo) პლატფორმაზე. მის მთავარ განსაკუთრებულობას წარმოადგენს Infinity-O ეკრანი - ფრონტალური კამერისთვის განკუთვნილი ჭრილით. ჭრილი განთავსებულია დისპლეის ზედა მარცხენა კუთხეში, დისპლეის ზომაა 6,39 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება - 2340×1080 პიქსელი ( Full HD+ ფორმატი). 

ამ ეტაპისთვის ცნობლია, რომ ფრონტალურ კამერას აქვს 24 მეგაპიქსელიანი სენსორი. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია სამი კამერა 24, 10 და 5 მეგაპიქსელიანი მოდულებით. 

სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 710 პროცესორზე, რომელიც შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს 2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, ასევე, გრაფიკულ ბირთვს Adreno 616-ს. 

image.jpeg 

ახალ სმარტფონს ექნება 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული, microSD სლოტი, ადაპტერები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 უსადენო კავშირებისთვის, GPS/GLONASS, USB Type-C პორტი და NFC მოდული. 

სხვა მახასიათებლებიდან ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი და ბატარეა 3400 მილიამპერი/სთ. მოცულობით. დასაშვებია ორი SIM-ბარათის გამოყენება. სმარტფონის გაბარიტებია 159,11×74,88×7,38 მმ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.