Magdalena Posted December 1, 2018 Share Posted December 1, 2018 Intel-მა განაცხადა, რომ იწყებს თავისი დრაივერების - როგორც უნივერსალური თანამედროვე დრაივერების მიწოდებას. დრაივერები განკუთვნილია Windows 10 October 2018 Update-ზე მომუშავე მოწყობილობებისთვის. შემდგომ, Intel-ი იწყებს გრაფიკული დრაივერების ახალ ნაკრებზე მუშაობას. უნივერსალური Windows-დრაივერები, როგორც Microsoft-ი აღწერს, მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს შექმნან დრაივერების პაკეტი, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებში - ჩაშენებული სისტემებიდან დაწყებული - პლანშეტებითა და პერსონალური კომპიუტერებით დამთავრებული. დრაივერების პაკეტი იმუშავებს Windows 10-ის ყველა გამოშვებაზე, მათ შორის - Windows 10 in S Mode-ზე. სამომავლოდ, Intel-ი გამოუშვებს მხოლოდ უნივერსალურ Windows-დრაივერებს. მათი წინამორბედი ვერსიები უკვე მოძველებულად ითვლება. მომავალი გრაფიკული დრაივერების განახლება მოხდება Window-ის განახლებების საშუალებით. რაც შეეხება დრაივერის უახლეს ვერსიას, იგი ახდენს ფუნქციების ავტომატურ განახლებას თამაშების პარამეტრებში, აგრეთვე, მცირე ხნის წინ დაემატა 12 თამაშის მხარდაჭერა. https://www.windowscentral.com/intel-launches-modern-graphics-drivers-windows-10 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.