Magdalena Posted November 30, 2018 Share Posted November 30, 2018 ნებისმიერი ტურისტის, მოგზაურის თუ უცხო ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით მყოფი პირისთვის ენობრივი ბარიერი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუ, რაღა თქმა უნდა, პოლიგლოტი არ გახლავთ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დაკავდა სტარტაპი კალიფორნიიდან - Timekettle და წარმოადგინა საინტერესო შემოთავაზება: Bluetooth-გარნიტურა WT-2 - ელექტრონული თარჯიმნის ფუნქციით. რა თქმა უნდა, თავად გარნიტურა ვერ იფუნქციონირებს სმარტფონისა და სპეციალური მთარგმნელი აპლიკაციის გარეშე. მთელი სისტემა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: აპლიკაცია სმარტფონისთვის, ორი ყურსასმენი, დასატენი კეისი 300 მილიამპერიანი ბატარეით. სრულად დატენილი ბატარეა ორ საათს ძლებს. გარნიტურა სინქრონიზირდება და აქტიურდება სმარტფონით კეისის გახსნის მომენტიდან. საუბრის დასაწყებად საჭიროა, რომ თანამოსაუბრეებმა უბრალოდ გაიკეთონ ყურსასმენები და ჩაერთონ დიალოგში. საუბარი გადაეცემა სმარტფონს, რომელიც სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით თარგმნის მოსაუბრეების თითოეულ სიტყვას. თარგმნის პროცესი 3 წამზე მეტ დროს არ საჭიროებს - კი, არც ისე სწრაფი, მაგრამ სამაგიეროდ საიმედოა. გაჯეტი ფუნქციონირებს სამ რეჟიმში: სტანდარტული ავტომატური რეჟიმი, კითხვა-პასუხის სწრაფი რეჟიმი და რეჟიმი ხმაურიან ადგილებში გამოყენებისთვის. რა თქმა უნდა, მოწყობილობა ჯერ კიდევ გაივლის ტესტირებებსა და შესაძლოა კრიტიკის ქვეშაც მოექცეს, მაგრამ მისი მთავარი ღირსება - ეს არის საშუალება ესაუბროთ უცხოელს ჟესტებისა და დამტვრეული უცხო ენის გარეშე. ზოგ შემთხვევაში, დამტვრეული ინგლისურიც კი პრობლემას წარმოადგენს ბევრი ადამიანისთვის. თარჯიმან აპლიკაციაში ჯერჯერობით მცირე რაოდენობით ენებია ხელმისაწვდომი: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჩინური და იაპონური. თუმცა ეს ენებიც საკმარისია უამრავ ქვეყანაში გამოსაყენებლად. სულ მალე ენათა ბიბლიოთეკას დაემატება არაბული, პორტუგალიური, ტაილანდური და კიდევ რამოდენიმე ენა. WT-2 ყურსასმენების გაყიდვა 2019 წლიდან იგეგმება. მისი ფასი 149 აშშ დოლარია. https://overclockers.ru/blog/Technonews/show/22345/naushnikperevodchik-ponravitsja-li-novyj-gadzhet-ljubiteljam-puteshestvij Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.