Magdalena Posted November 29, 2018 Share Posted November 29, 2018 კომპანია Gigabyte-მა გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათი წყლით გაგრილების სისტემით - AORUS GeForce RTX 2080 Ti XTREME WATERFORCE 11G. ბარათი დაფარულია ოდნავ ამობურცული წყლის ბლოკით, რომელსაც განათებები აქვს ორ მხარეს. წყლის ბლოკი დამზადებულია კომპანია Asetek-ის მიერ. ბირთვის ქარხნული აჩქარება 1545-დან 1770 მეგაჰერცამდეა. მეხსიერების ოვერქლოქინგი აღწევს 14140 მეგაჰერცს, ნაცვლად სტანდარტული 14000 მეგაჰერცისა. ვიდეო ბარათის ზომებია 290 х 131 х 40 მმ. გაგრილებას უზრუნველყოფს 240 მილიმეტრიანი რადიატორი ორი 120 მილიმეტრიანი ვენტილატორით, რომლებიც წარმოდგენილია RGB განათებით. ბარათზე განთავსებულია 7 ვიდეოგამშვები, თუმცა ერთდროულად შვიდივეს გამოყენება დაუშვებელია. შესაძლებელია გამოყენება შემდეგი სქემების მიხედვით: 3xHDMI + 1xDP + 1xUSB-C ან 3xDP + 1xHDMI + 1xUSB-C. ტექნოლოგია RGB Fusion წარმოდგენილია განათების ფერების ცვლილების მრავალი შესაძლებლობით. განათებითაა მოცემული ასევე ფოლადისგან დამზადებული უკანა პანელი, რომელზეც განთავსებულია RGB AORUS ლოგო. ვიდეო ბარათის შეძენისას მწარმოებელი იძლევა ოთხწლიან გარანტიას. მისი ღირებულება 1400 აშშ დოლარიდან იწყება. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22318/aorus-geforce-rtx-2080-ti-xtreme-waterforce-11g--novaja-vodjanaja-karta-ot-gigabyte 1 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.