Magdalena Posted November 29, 2018 Share Posted November 29, 2018 ჩინურმა კომპანია Vivo-მ ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო სიმპოზიუმზე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომლებიც უკავშირდება 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონების გამოშვებას. აღნიშნული იყო, რომ 2016 წლიდან Vivo აქტიურ კვლევებს აწარმოებს 5G სფეროში. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ 3GPP კონსორციუმს 1500-ზე მეტი ტექნიკური წინადადება შესთავაზა. Vivo-მ წარმოადგინა მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე რამოდენიმე სმარტფონის პროტოტიპი. როგორც კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს, წინასაკომერციო 5G სმარტფონი მომავალ წელს გამოვა, თუმცა სამომხმარებლო ბაზარზე გამოვა მხოლოდ 2020 წელს. ვადები დამოკიდებულია ხსენებული ქსელის ინფრასტუქტურის განვითარების პერიოდზე. მოგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში 3GPP კონსორციუმმა დაამტკიცა 5G Non-Standalone (NSA) სტანდარტი, რომელშიც გამოყენებული იყო ტექნოლოგია 4G Long Term Evolution (LTE) - როგორც შუალედური რგოლი 5G ქსელზე გადასვლამდე. შემდგომ ამისა, დამტკიცდა სპეციფიკაციები Release 15 5G სტანდარტის შემადგენლობაში ავტონომიური არქიტექტურისთვის (SA). პირველი კომერციული 5G ქსელები ამუშავდება უახლოეს პერიოდში. https://3dnews.ru/978825 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.