Magdalena Posted November 28, 2018 Share Posted November 28, 2018 დღესდღეობით მობილურ ბაზარზე არსებობს რამოდენიმე სამკამერიანი სმარტფონი, მათ შორის - Mate 20 Pro და ერთი სმარტფონი ოთხი ძირითადი კამერით - Samsung Galaxy A7 (2018). 2019 წლის დასაწყისში შესაძლოა Meitu-მ წარადგინოს მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც სამი ფრონტალური კამერა ექნება. გარდა ამისა, უნდა შედგეს ფლაგმანური Nokia 9-ის ანონსი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ხუთი ობიექტივით. თუმცა ყველა ამ სმარტფონის მოლოდინის ეფექტებს დაჩრდილავს სმარტფონი, რომელსაც კომპანია LG წარადგენს. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეული კომპანია მუშაობს მოდელზე, რომლის უკანა პანელზე განთავსებული იქნება კამერის 16 მოდული. ყველა ობიექტივი თავმოყრილი იქნება ერთ ადგილზე. გარდა ამისა, 16-მოდულიანი კამერის ქვემოთ განთავსებული იქნება სარკე, თუმცა მისი დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, რომ სარკე გამოყენებულ იქნას სელფი-გადაღებებისას, ფრონტალური კამერები კი არ ექნება სმარტფონს. ამგვარი გადაწყვეტილებაა გამოყენებული კომპანია Nubia-ს მიერ თავის სმარტფონ Nubia X-ში, თუმცა ამ სმარტფონს სარკის ნაცვლად მეორე დისპლეი აქვს, რომელიც განთავსებულია უკანა მხარეს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22297/nuzhno-bolshe-kamer-lg-planiruet-predstavit-smartfon-s-16-obektivami-i-zerkalom Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.