Jump to content

Canalys: აშშ და ჩინეთი იკავებენ სმარტ-დინამიკების ბაზრის 70 პროცენტს


Recommended Posts

მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემების შეჯამების შედეგად, კომპანია Canalys-მა დაასახელა უმსხვილესი რეგიონები ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერის მქონე სმარტ-დინამიკების რეალიზაციის კუთხით. 

image.jpeg 

კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში გლობალური მასშტაბით რეალიზებული იყო დაახლოებით 19,7 მილიონი სმარტ-დინამიკი. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მეტია 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით - 2017 წელს გაყიდვებმა შეადგინა 8,3 მილიონი ერთეული. 

სმარტ-დინამიკები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ აშშ-ის ბაზარზე: ზემოთხსენებულ სამთვიან პერიოდში აშშ-ში რეალიზებული იყო 8 მილიონზე მეტი მსგავსი მოწყობილობა. აშშ-ის წილმა შეადგინა მსოფლიო ბაზრის 42,1 %. 

image.jpeg 

მეორე უმსხვილეს რეგიონს წარმოადგენს ჩინეთი - 5,8 მილიონი გაყიდული სმარტ-დინამიკით. ჩინეთის წილმა შეადგინა მსოფლიო ბაზრის 29,4 %. ამგვარად, აშშ და ჩინეთი ერთად იკავებენ ინდუსტრიის 70 %-ზე მეტს.  

1 მილიონი სმარტ-დინამიკი გაიყიდა დიდ ბრიტანეთში: მისმა მაჩვენებელმა შეადგინა ბაზრის 5,1 %. 

image.jpeg

რაც შეეხება ჭკვიანი დინამიკების წამყვან მწარმოებლებს, ლიდერი გახლავთ Amazon-ი - 31,9%-იანი მაჩვენებლით. მას მოსდევს კომპანია Google – 29,8 %-ით და Alibaba 11,1 %-ით. 

ექსპერტები თვლიან, რომ 2018 წლის ბოლოს, ჯამში, გაყიდული სმარტ-დინამიკების რაოდენობა 75 მილიონ ერთეულს მიაღწევს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.