Magdalena Posted November 19, 2018 Share Posted November 19, 2018 მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემების შეჯამების შედეგად, კომპანია Canalys-მა დაასახელა უმსხვილესი რეგიონები ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერის მქონე სმარტ-დინამიკების რეალიზაციის კუთხით. კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში გლობალური მასშტაბით რეალიზებული იყო დაახლოებით 19,7 მილიონი სმარტ-დინამიკი. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მეტია 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით - 2017 წელს გაყიდვებმა შეადგინა 8,3 მილიონი ერთეული. სმარტ-დინამიკები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ აშშ-ის ბაზარზე: ზემოთხსენებულ სამთვიან პერიოდში აშშ-ში რეალიზებული იყო 8 მილიონზე მეტი მსგავსი მოწყობილობა. აშშ-ის წილმა შეადგინა მსოფლიო ბაზრის 42,1 %. მეორე უმსხვილეს რეგიონს წარმოადგენს ჩინეთი - 5,8 მილიონი გაყიდული სმარტ-დინამიკით. ჩინეთის წილმა შეადგინა მსოფლიო ბაზრის 29,4 %. ამგვარად, აშშ და ჩინეთი ერთად იკავებენ ინდუსტრიის 70 %-ზე მეტს. 1 მილიონი სმარტ-დინამიკი გაიყიდა დიდ ბრიტანეთში: მისმა მაჩვენებელმა შეადგინა ბაზრის 5,1 %. რაც შეეხება ჭკვიანი დინამიკების წამყვან მწარმოებლებს, ლიდერი გახლავთ Amazon-ი - 31,9%-იანი მაჩვენებლით. მას მოსდევს კომპანია Google – 29,8 %-ით და Alibaba 11,1 %-ით. ექსპერტები თვლიან, რომ 2018 წლის ბოლოს, ჯამში, გაყიდული სმარტ-დინამიკების რაოდენობა 75 მილიონ ერთეულს მიაღწევს. https://3dnews.ru/978276 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.