Magdalena Posted November 7, 2018 Share Posted November 7, 2018 კომპანია ZTE-ის ქვეგანყოფილებამ - Nubia-მ გამოუშვა თავისი ფლაგმანური სმარტფონი Nubia X, 5 ნოემბრიდან კი იგი ყკვე გაყიდვაში გაეშვა. კომპანიის წარმომადგენლობის ცნობით, სულ რაღაც 57 წამში გაიყიდა 100 ათასი სმარტფონი. ხსენებული სმარტფონის მთავარი თავისებურებაა 5,1 დუიმიანი OLED დისპლეი სმარტფონის უკანა მხარეს, გაფართოებით - 1520 х 720p (HD+). Nubia X წარმოდგენილია რუხ, ლურჯ და „შავი ოქრო“-ს ფერთა ვარიანტებად. კონფიგურაციას რაც შეეხება, ხელმისაწვდომია სამი მოდიფიკაცია: 6+64 გბ, 8+128 გბ და 8+256 გბ მეხსიერებებით. მათ ღირებულება შედგენს 479, 535 და 609 აშშ დოლარს, შესაბამისად. სამივე კონფიგურაციის სმარტფონი წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 845-ის ბაზაზე. ძირითადი დისპლეის დიაგონალია 6,26 დუიმი, გაფართოება - 2280 х 1080р (Full HD+). სმარტფონს აქვს ორი ძირითადი კამერა 16+24 მეგაპიქსელიანი სენსორებით (f/1.8 და f/1.7). მხარდაჭერილია შენებული გადაღების ფუნქცია - 240 კადრი/წამში სიჩქარით, ასევე HDR, სელფი რეჟიმი და სპეციალური ალგორითმები გამოსახულების დამუშავებისთვის. Nubia X-ს აქვს 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 ac, Bluetooth 5.0 და GPS მოდულები. კონექტორებიდან აქვს მხოლოდ USB Type-C პორტი. ბატარეის მოცულობაა 3800 მილიამპერი/სთ. აქვს 18 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. Nubia X-ის გაყიდვის მეორე ეტაპი დაგეგმილია 11 ნოემბრისთვის ჩინეთში, მსოფლიო გაყიდვების ფესტივალზე. ცნობილია, რომ სმარტფონის ღირებულება ერთი და იგივე იქნება ყველა რეგიონისთვის. https://bit.ly/2ARkEw8 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.