Magdalena Posted November 7, 2018 Share Posted November 7, 2018 Lenovo რიგით მეორე კომპანიაა, რომელიც ხსნის მაღაზიას მოლარეების გარეშე. მაღაზიაში იყიდება წვენები და სასუსნავები. იმისათვის, რომ ისარგებლონ „Lenovo Lecoo“ მარკეტით, მომხმარებლები იყენებენ პლანშეტსა და მარკეტის კამერას, რომელიც ახდენს მომხმარებლის იდენტიფიკაციას. შემდეგ, Amazon Go სისტემის მსგავსად, კლიენტებს შეუძლიათ დაათვალიერონ და აირჩიონ პროდუქტები, ანგარიში კი ავტომატურად დაითვლება და აისახება საგადახდო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Lenovo ძირითადად ცნობილია კომპიუტერების, სმარტფონებისა და სხვა მსგავსი ტიპის მოწყობილობების წარმოებით, მისი მარკეტი Lecoo ძირითადად მოიცავს კვების პროდუქტებს. სხვადასხვა ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ხსნის მაღაზიებს, სადაც მსუბუქი საკვები იყიდება. მაგალითად, Alibaba-ს ავტომატიზირებულ მარკეტში იყიდება სასმელები და ახალი ზღვის პროდუქტები. ელექტრონული კომერციული კომპანია JD კი ყიდის ჩიპსებს. კომპანია Lenovo აცხადებს, რომ ეს მარკეტი ექსპერიმენტული ხასიათისაა და წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების ტესტს, მათ შორის იგულისხმება სახის ამოცნობის სისტემის გაუმჯობესებაც სმარტფონებსა და პლანშეტებში. ასე რომ , თუკი საკვებსა და ტექ-მოწყობილობებს შორის კავშირი არ ჩანს ამ ეტაპზე, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. კომპანია იმედოვნებს, რომ მაღაზიას სამომავლოდ დაემატება შეკვეთების ფუნქცია, რათა შენაძენი პირდაპირ სახლიდან გაკეთდეს. კომპანიის გეგმებშია ასევე ჭკვიანი ყავის აპარატის გამოშვება, რომელიც შეისწავლის კლიენტების გემოვნებასა და სურვილებს. https://www.theverge.com/2018/11/5/18064658/lenovo-cashier-less-store-beijing-china Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIVI-1990 Posted November 7, 2018 Share Posted November 7, 2018 ლოლ დარჩენ მოლარეები უმუშევრები ხედავ ეგრე უფრო იაფი უჯდებათ , მოლარეებზე დაიწყეს ეკონომიის გაკეთება, ჯერ ამაზონმა მერე ლენოვომ მერე მთელ მსოფლიოს მოედება სუპერმარკეთებიც ეგეთ გაყიდვაზე გადავლენ მალე, რას გამოიწვევს ეს ? სამუშაო ადგილების შემცირებას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.