Magdalena Posted November 6, 2018 Share Posted November 6, 2018 Intel-მა უკვე წარადგინა Cascade Lake-AP თაობის პროცესორი, რომლის კონფიგურაციაც 48 ბირთვს მოიცავს. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა კომპანიის სამომავლო გეგმების ამსახველი ფოტომასალა. გავრცელებული მასალის მიხედვით, კომპანია გეგმავს სხვადასხვა სეგმენტის ახალი პროცესორების პრეზენტაციას. გარკვეული პერიოდის წინ HEDT ლაინაფს შეემატა Core-X პროცესორები. გავრცელებული ფოტოს თანახმად, შემდგომ განახლებას დაახლოებით 2 წელიწადში ვიხილავთ, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კომპანია წარადგენს Ice-Lake X სერიის პროცესორებს. ამ თაობის CPU-ების მიმართ დიდი ინტერესი იმით არის გამოწვეული, რომ ეს იქნება Intel-ის პირველი, 10 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე წარმოებული პროცესორები. როგორც ცნობილია, ეს პროცესორები თავდაპირველად მობილურ სეგმენტზე გამოჩნდება. თუკი გაჟონილ ინფორმაციას დავუჯერებთ, 2020 წლის შუა პერიოდში დაანონსდება ულტრაენერგოეფექტური Ice Lake-Y პროცესორები. Tiger Lake-U და Tiger Lake-Y მობილური ვერსიების გამოსვლა მოსალოდნელია 2020 წლის ზაფხულის ბოლოს-შემოდგომის დასაწყისში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ უნდა მოახდინოს Jasper Lake თაობის პროცესორების პრეზენტაცია და ამ პროცესორებმა უნდა ჩაანაცვლოს Gemini Lake. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ანონსების ვადებს კომპანია Intel-ი კვლავ არ შეცვლის. https://bit.ly/2QmAXWY 1 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.