Magdalena Posted October 30, 2018 Share Posted October 30, 2018 შვეიცარიული კომპანია ABB ცდილობს გაიმყაროს ლიდერის პოზიცია ჭკვიანი რობოტების წარმოების ბაზარზე ჩინეთში. წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ გეგმავენ შანხაიში ააშენონ 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქარხანა, სადაც რობოტები დაამზადებენ რობოტებს. REUTERS/Remo Casilli ახალი ქარხანა აშენდება ABB-ის რობოტექნიკის კამპუსის სიახლოვეს და 2020 წლისთვის იგეგემება ამუშავება. ქარხანაში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ჩინეთის ბაზრისთვის, აგრეთვე დაგეგმილია ექსპორტი აზიის სხვა ქვეყნებშიც. კომპანია ABB-ისთვის ჩინეთი სიდიდით მეორე ბაზარს წარმოადგენს აშშ-ის ბაზრის შემდეგ. South China Morning Post „შანხაი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრი ტექნოლოგიური ლიდერობის კუთხით - როგორც ABB-ისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ABB-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Ulrich Spiesshofer-მა ახალ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული მოხსენების დროს. ამ პროექტის განხორციელებით, ABB დიდ იმედებს ამყარებს ჩინეთში გაყიდვების მასშტაბურობაზე და იგნორირებას უწევს იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს მზარდმა დაძაბულობამ ჩინეთსა და აშშ-ის შორის შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ელექტრონიკის, ავტონაწილებისა და ა.შ. მოთხოვნაზე. ამგვარი პროდუქციის წარმოებისთვის კი ავტომატიზირებული წარმოებაა საჭირო. კომპანიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ახალი ქარხანა განთავსდება 7000 მ2 ფართობზე და მისი მუშაობისას გამოყენებული იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებსა და რობოტებს - უსაფრთხოდ იმუშავონ ერთმანეთთან სიახლოვეში. ქარხანაში დაგეგმილია გამოიყენონ YuMi სერიის რობოტები, რომლებიც კონკრეტულად ადამიანების გვერდით მუშაობისთვის არიან გათვლილი. ამ რობოტებს გამოიყენებენ წვრილი დეტალების აწყობისთვის, რაც აუცილებელია ABB რობოტების შექნისას. ABB-ის რობოტები აგრეთვე გამოიყენება მანქანათმშენებლობასა და ელექტრომოწყობილობების აწყობაში. ახალ ქარხანაში შექმნიან რობოტებს მრავალი სხვა სახის გამოყენებისთვის - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. https://bit.ly/2Daccu0 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.