Magdalena Posted October 29, 2018 Share Posted October 29, 2018 Microsoft-მა მცირე ხნის წინ გაამხილა ინფორმაცია კვარტალური შემოსავლის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, თამაშებიდან შემოსული შემოსავალი 44%-ით გაიზარდა, Xbox-ის პროგრამული უზრუნველყოფიდან და მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი კი - 36 %-ით. Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა Satya Nadella-მ მიიღო სამომავლო გადაწყვეტილებები თამაშებთან დაკავშირებით. ბოლო წლის განმავლობაში Microsoft-ის გეიმინგ სერვისის უმნიშვნელოვანესი ასპექტი Xbox Game Pass გახდა. მისი ბიბლიოთეკა ამ დროისათვის 100-ზე მეტ თამაშს მოიცავს. Microsoft Studios-ის ყველა სიახლეც მოხვდა ამ სერვისში გაშვების დღიდან. Game Pass-ის მოქმედ აბონენტებს უკვე შეუძლიათ ითამაშონ თავიანთ პერსონალურ კომპიუტერებზეც სერვის „Play Anywhere“-ის წყალობით, რომელიც Game Pass-ის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. პერსონალურ კომპიუტერზე თამაშისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომპიუტერის მუშაობა ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე, აგრეთვე წვდომა Microsoft Store-სთან - თამაშების მისაღებად. თუმცა, სამართლიანობის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ ეს სერვისი მომხმარებელს უხსნის მხოლოდ შეზღუდულ წვდომას Game Pass-ის საერთო ბიბლიოთეკაზე, რომელიც ძირითადად Microsoft-ის თამაშებისგან შედგება. ამ დროისათვის Game Pass-ის ღირებულება Xbox One-ის აბონენტებისთვის შეადგენს 9,99 დოლარს თვეში. https://bit.ly/2Rr58wr Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.