Magdalena Posted October 27, 2018 Share Posted October 27, 2018 ფინანსური ანგარიშის მოხსენებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე ილონ მასკმა სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ Tesla-ს უდიდესი გეგმები აქვს სამომავლოდ და ახსენა Model Y, რომლის შესახებაც ამ დრომდე მხოლოდ გაურკვეველი ხმები ვრცელდებოდა. მასკმა განაცხადა: „მცირე ხნის წინ მე თანხმობა განვაცხადე ამ ავტომობილის პროტოტიპის წარმოებაზე“. Model Y ელექტრომობილის დებიუტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მასკი დაპირებას იძლევა, რომ მას 2020 წელს იხილავს საზოგადოება. მისივე თქმით, 2020 წელი რევოლუციური იქნება წარმოების თვალსაზრისით. რაღა თქმა უნდა, Tesla კვლავ განაგრძობს მუშაობას სატვირთო მობილზე, სახელწოდებით - Semi, და კაბრიოლეტზე - Roadster. აღმასრულებელმა დირექტორმა აგრეთვე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის Tesla-ს პიკაპის ტიპის ავტომობილის გამოსვლას. და ბოლოს, ილონ მასკი საზოგადოებას დაპირდა, რომ 35 000 დოლარის ღირებულების მქონე Model 3-ის გამოსვლამდე სულ რაღაც ექვსი თვეღა არის დარჩენილი. როგორც ვხედავთ, კომპანიას მართლაც გრანდიოზული გეგმები აქვს. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ამ გეგმების განხორციელებას ხელს არ შეუშლის იმგვარი პრობლემები, რაც Model 3-ის წარმოებისას შეიქმნა, აგრეთვე სკანდალი, რომელიც დაკავშირებული იყო აქციების ფასით მანიპულაციებთან. https://3dnews.ru/977304 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.