Magdalena Posted October 27, 2018 Share Posted October 27, 2018 სულ მცირე ხნის წინ დაანონსდა 10 გიგაბატი ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi-ს სმარტფონები, თუმცა როგორც ჩანს, ლიდერად ყოფნისთვის მათ მხოლოდ რამოდენიმე თვე აქვთ წინ. ჩინურ პლატფორმა Weibo-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Samsung-ისა და Huawei-ს 14 სმარტფონის შესახებ. ცნობილია მხოლოდ მათი ნაწილი: საუბარი ეხება სმარტფონებს - Galaxy S10, Galaxy S10 Plus, Galaxy S10 X და Galaxy S10 X 5G, აგრეთვე - Huawei P30 და Huawei P30 Pro. გავრცელებული ცნობების თანახმად, ჩამოთვლილი ექვსივე სმარტფონი 2019 წლის მარტში დაანონსდება. თუკი ინფორმაციის წყაროს დავუჯერებთ, Galaxy S-ის ხაზს მომავალ წელს ერთდროულად ოთხი სმარტფონი შეემატება: ყველაზე „მცირე“ მოდელს - Galaxy S10-ს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება ექნება. Plus-ვერსიის სმარტფონები წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით. სრულფასოვანი ფლაგმანური სმარტფონი კი იქნება Galaxy S10 X. იგი გამოვა ორ ვერსიად. პირველი ვერსიის მოდელს ექნება 8 გბ, მეორე ვერსიისას კი - 12 გბ ოპერატიული მეხსიერება და 5G მხარდაჭერა. აქვე მოგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Samsung Galaxy S10 5G მოდიფიკაცია მხოლოდ სამხრეთ კორეული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი). რაც შეეხება Huawei-ს ფლაგმანებს, მომავალ წელს მისი სმარტფონების S ხაზს შეემატება ორი პრემიუმ-კლასის სმარტფონი: Huawei P30-ს ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, Huawei P30 Pro ვერსიის მოდელს კი - 12 გბ. Huawei P30 Pro სმარტფონის გამოსვლა მწარმოებელმა დაადასტურა IFA 2018 გამოფენაზე, სადაც მოხდა Huawei-ს პირველი, 7 ნანომეტრიანი პროცესორის - HiSilicon Kirin 980-ის პრეზენტაცია. https://bit.ly/2SnpdF6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.