Magdalena Posted October 26, 2018 Share Posted October 26, 2018 კორპორაცია NVIDIA აგრძელებს სატრანსპორტო სისტემებისთვის საკუთარი ავტომატური მართვის საშუალებებზე მუშაობას. კომპანიამ გამოაქვეყნა ბროშურა, სადაც ნაჩვენებია მისი მიდგომა ავტოპილოტის სისტემების შექმნას, განვითარებასა და ტესტირებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ 60-ზე მეტი კომპანია იყენებს NVIDIA-ს პროგრამულ უზრუნველყოფასა და კომპონენტებს ათასხუთასზე მეტ პროტოტიპში, რომლებიც მოძრაობენ საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე. ფოტოს წყარო: NVIDIA კომპანია შეეცადა თვალსაჩინოდ გამოესახა ავტონომიურობის დონეები SAE-ს კლასიფიკაციის მიხედვით. როგორც ფოტოდან ჩანს, მეხუთე - უმაღლესი დონე სავსებით არ საჭიროებს მძღოლის ჩართულობას მართვის პროცესში. თუმცა, სურვილისამებრ, შესაძლებელია ხელით მართვაც. NVIDIA ეტაპრობრივად ამხელს სისტემა DRIVE IX-ის შესახებ ცნობებს. ეს სისტემა გულისხმობს მეორეხარისხოვანი გარემომცველი ობიექტების კონტროლს, ასევე აკონტროლებს მძღოლის ქცევებს - ვთქვათ, არის თუ არა ჩაძინების ალბათობა. გარდა ამისა, სისტემის საშუალებით კონტროლდება უკანა სავარძლებზე არსებული ვითარებებიც. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ჩაკეტილ მანქანაში ბავშვებისა და შინაური ცხოველების დატოვება, ამიტომ, განსაკუთრებით გულმავიწყ და დაუდევარ მძღოლებს ამ აკრძალვის შესახებ პროგრამა შეახსენებს. DRIVE IX-ის კომპეტენციაში შედის სატრანსპორტო საშუალების გარემოცვის კონტროლი. უკვე რეალიზებულია რამოდენიმე მანქანაში ბლოკირების ფუნქცია: შეუძლებელია კარის გაღება და გადასვლა იმ დროს, როცა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალება ახლოვდება. რობოტაქსებში არსებული პანორამული ვიდეო გამოყენებული იქნება დისპლეიზე საჭირო ინფორმაციის ასახვისთვის. მაგალითად, თუ მანქანა სვლას შეანელებს, მგზავრები მიიღებენ ახსნას, რომ მობილი აპირებს გაატაროს ქვეითად მოსიარულე ან გზა დაუთმოს სხვა ტრანსპორტს. მწარმოებლების აზრით, ამგვარი სიფრთხილე მგზავრებს დაეხმარება, დაძლიონ ავტომატური ტაქსებით მგზავრობის შიში. https://bit.ly/2z4Oye9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.