Magdalena Posted October 25, 2018 Share Posted October 25, 2018 მიმდინარე წლის მაისში კომპანია HTC-მ დააანონსა თავისი პირველი ბლოკჩეინ-სმარტფონი. მწარმოებელმა მოწყობილობის პროტოტიპიც კი არ წარმოადგინა, ნაჩვენები იყო სმარტფონის მხოლოდ რამოდენიმე მონახაზი. ახალა კი უკვე შედგა რეალური პრეზენტაცია. როგორც აღმოჩნდა, სმარტფონი ფლაგმანურია და ეწოდება HTC Exodus 1. სამწუხაროდ, ტაივანურ კომპანიას ბოლომდე მაინც არ გაუმხელია სმარტფონის ყველა მახასიათებელი. რაც ვიცით, არის შემდეგი: სმარტფონის Quad HD+ დისპლეი 6 დუიმიანია. წარმადობას უზრუნველყოფს ფლაგმანური მობილური ჩიპსეტი Qualcomm Snapdragon 845. ოპერატიული მეხსიერება 6 გიგაბაიტია. დამატებითი მეხსიერების ფლეშ მოდულის მოცულობა კი - 128 გიგაბაიტი. სმარტფონს აქვს 3500 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა. კორპუსის უკანა მხარე მინისგანაა დამზადებული, ამასთან, იგი სრულებით გამჭვირვალეა. უკანა პანელზე განთავსებულია ლოგოტიპი, ბიომეტრიული სენსორი, ფლეშ-განათება და ორი ძირითადი კამერა: 16 +16 მეგაპიქსელიანი. HTC Exodus 1-ის წინხედი კომპანიამ არ გაასაჯაროვა ამ ეტაპზე. ცნობილია, რომ ფრონტალური კამერა ორმოდულიანია - 8 და 8 მეგაპიქსელით. სმარტფონს აქვს ბლოკჩეინ-დაშიფვრაზე აგებული დაცვის სისტემა და კრიპტო-გასაღებების დაცვის უსაფრთხოების სისტემა. გასაღების დაკარგვის შემთხვევაში პანიკა არ არის საჭირო: მათი სწრაფად აღდგენისთვის სმარტფონში გათვალისწინებულია სპეციალური აპარატული საშუალება. ამ დროისთვის HTC სთავაზობს მომხმარებლებს სმარტფონზე ვადამდელ წვდომას. პროგრამის ფარგლებში სმარტფონის შეძენა შეუძლიათ მსოფლიოს 34 ქვეყნის მაცხოვრებლებს. HTC Exodus 1 -ის ღირებულებაა 0.15 BTK (ბიტკოინი) ან 4.78 ETH. (ეთერეუმი). სტანდარტულ ვალუტაში კი მისი ფასი დაახლოებით 960 აშშ დოლარია. სმარტფონის შეკვეთა შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის დეკემბრიდან. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.