Magdalena Posted October 23, 2018 Share Posted October 23, 2018 კომპანია ADATA-მ გააფართოვა თავისი პორტატული დრაივების ასორტიმენტი: დაანონსდა HV320 - დიდი მოცულობის მქონე მყარი დისკი. ახალი დივაისი წარმოდგენილი იქნება სამ ფერში - შავში, თეთრში და ლურჯში. მოცულობის მიხედვით მომხმარებლებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ ოთხ ვარიანტს შორის: ხელმისაწვდომი იქნება დივაისები 1 ტბ, 2 ტბ, 4ტბ და 5 ტბ მოცულობით. კომპიუტერთან დაკავშირებას უზრუნველყოფს ინტერფეისი USB 3.1. ეს პორტი ასევე გამოიყენება კვების მიწოდებისთვის - დამატებითი წყარო საჭირო არ გახლავთ. მოწყობილობა თავსებადია ოპერაციულ სისტემებთან: Microsoft Windows, Apple macOS და Linux. ოთხი მოდიფიკაციიდან ორი, შედარებით მცირე დივაისის ზომებია 125,7 × 80,5 × 10,7 მმ, წონა - 180 გრამი. დანარჩენი ორი უფრო დიდის ზომები კი არის - 125,7 × 80,5 × 19 მმ. და იწონიან 285 გრამს. სხვა საკითხებიდან აღსანიშნავია ინფორმაციის დაშიფვრის შესაძლებლობა AES ალგორითმის მიხედვით. მონაცემთა დამუშავებისთვის გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა - HDDtoGO. ADATA HV320 პორტატული მყარი დისკის, მისი მოდიფიკაციების ღირებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. https://3dnews.ru/977108 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.