Magdalena Posted October 22, 2018 Share Posted October 22, 2018 კომპანია Samsung-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების კიდევ ერთი ცენტრი გახსნა, ამჯერად მონრეალში - კანადის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადმზარდ და განვითარებად ცენტრთა სისტემა. მონრეალში მდებარეობს მაკგილის უნივერსიტეტი (McGill University) და მონრეალის უნივერსიტეტი (Université de Montréal), სადაც მოღვაწეობენ ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანი სპეციალისტები. მათ ხანგრძლივი ურთიერთობების გამოცდილება აქვთ Samsung-თან, მათ ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობას იღებს 250 მკვლევარი და 9 000 სტუდენტი. ჯამში, ეს არის ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული Samsung-ის რიგით მეშვიდე ცენტრი და ჩრდ. ამერიკაში არსებული ცენტრებიდან რიგით მეოთხე - სილიკონის ველის, ნიუ-იორკისა და ტორონტოს ცენტრების შემდეგ. ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირველი ცენტრი კომპანიამ დააარსა გასული წლის ნოემბერში საკუთარ სამშობლოში (სამხრეთი კორეა, სეული). სამხრეთკორეული გიგანტი აცხადებს, რომ მონრეალის ცენტრი ყურადღებას გაამახვილებს მანქანათმცოდნეობისთვის განკუთვნილი აპლიკაციების შემუშავებაზე, პროგრამირების ენებსა და მულტიმოდალურ თანამონაწილეობაზე. Samsung-ი ასევე აპირებს, მუშაობა განაგრძოს თავისი ვირტუალური თანაშემწის - Bixby-ს განვითარებაზე. კომპანია გეგმავს, შექმნას საკუთარი პლატფორმა რამოდენიმე მოწყობილობისთვის და ეს პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს იმოქმედონ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ხმოვანი ბრძანებების ან ეკრანზე შეხების მეშვეობით. მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში Samsung-მა განაცხადა, რომ აპირებს 2020 წლამდე 1000 პერსონამდე გაზარდოს იმ მკვლევართა რიცხვი, რომლებიც უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის შემუშავების სფეროში მოღვაწეობენ. გეგმის მიხედვით, სწორედ 2020 წლიდან Samsung-ს ყველა სერვისში ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული. https://3dnews.ru/977033 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.