Magdalena Posted October 20, 2018 Share Posted October 20, 2018 25 ოქტომბერს შედგება Xiaomi Mi Mix 3-ის ოფიციალური ანონსი, თუმცა უკვე ცნობილი გახდა, რომ Xiaomi-ს ფლაგმანური სმარტფონი იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი 10 გბ ოპერატიული მეხსიერებით. გარდა ამისა, გაცილებით ადრე გახდა ცნობილი, რომ მას აგრეთვე ექნებოდა 5G მხარდაჭერა. მოკლედ, Mi Mix 3 ამ კუთხითაც პირველი იქნება ბაზარზე. ვრცელდება ხმები, რომ ASUS და OPPO-ც ამზადებენ სმარტფონებს 10 გბ ოპერატიული მეხსიერებით, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი პარამეტრების პირველი წარმომადგენელი Xiaomi-ს სმარტფონი იქნება. Mi Mix 3-ის დისპლეი სრულიად უჩარჩოო იქნება, ამიტომ ზედა ნაწილში ექნება სლაიდ-მექანიზმი (ასეთი რამ უკვე რეალიზებულ იქნა OPPO Find X-სა და Honor Magic 2 სმარტფონებში).კორპუსის უკანა ნაწილში სმარტფონს ექნება თითის ანაბეჭდის სკანერი და სახის ამომცნობი საფირმო ფუნქცია. მაქსიმალური კომპლექტაციისას, შიდა მეხსიერების სრული მოცულობა შეადგენს 512 გიგაბაიტს. ამ დროისათვის ცნობილი ყველა სიახლის გათვალისწინებით, შესაძლებელია ვთქვათ, რომ უკვე სულ მალე ვიხილავთ მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ტექნოლოგიურ სმარტფონს. მის ღირებულებასთან დაკავშირებით ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა, ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, Xiaomi Mi Mix 3 იქნება კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი. https://bit.ly/2CutPn7 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.